COPE-ის ჟურნალისტის, ელენა კონდისის ცნობით, მირალემ პიანიჩს საუდის არაბეთიდან შემოთავაზება აქვს – ბოსნიელით პირადად რუდი გარსია ინტერესდება, რომელიც მას “რომაში” წვრთნიდა და რომელიც ამჟამად “ალ ნასრის” თავკაცია.
კიდევ ერთი ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, დღეს პიანიჩის აგენტი სიუტატ ესპორტივაზე იმყოფებოდა, რათა კატალონიური კლუბისთვის შეთავაზება წარედგინა. სიტუაცია კვლავ გახსნილია და მირალემიც ისევ ტრანსფერზე დააყენეს. წყაროს ცნობით, წინადადება საკმაოდ სერიოზულია და ინტერესს, არა მხოლოდ არაბები, არამედ, ფრანგული “ლიონის” წარმომადგენლებიც გამოხატავენ.
Relevo-ს ინფორმაციით, ვითარება, შესაძლოა, იმ ფაქტმაც შეცვალოს, რომ პიანიჩს ამ სეზონში, ოფიციალურ მატჩში ჯერ 1 წუთიც არ უთამაშია, თანაც, იმის ფონზე, რომ 1 შეხვედრაში სერხიო ბუსკეტსს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. გარდა ამისა, მირალემის წასვლა სახელფასო ფონდში დიდ თანხას გამოათავისუფლებს, რის გამოც “ბარსა” მისი გაშვების წინააღმდეგ არ უნდა იყოს.


გაშვება ჯობია იმის ლოდინს ათამაშდება თუ არა.
გუნდი 3-0ს რომ იგებს ხო შეიძლება ამანაც მიიღოს რაიმე წუთები? რატო არ ათამაშებს აი ბოლო თამაშიში ბოლოსკენ პედრიმ ლამის ტრავმა მიიღო ფეხს რომ იტკიებდა და ვეღარ დარბოდა შეამჩნიეთ? გული ლამის გამისკდა არ შეიძლება შეეცვალა დავუშვათ პედრი და პიანიჩი შემოეშვა 75 წუთის მერე
სეზონი დიდაი თან შემჭიდროვებული კალენდარი მერე მსოფლიო ჩემპიონატი სადაც კაცმა არიცის რამოხდება ესეც რო გავუშვათ გვრჩება მხოლოდ 5 ნახევარმცველი აი ვაიდა ვინმე დაიტრავმოს რაც საკმაოდ ხშირია ჩვენთან მერე რაუნდავქნათ? ალბათ ჩემზე უკეთ იციან გუნდში ეს ყველაფერი მაგრამ სანამ შედეგს არ დადებენ ვერ დავრწმუნდებით მაგაში
Ცოდოა ეს სკამზე დასალპობად… Გასაშვებია თუნდაც უფასოდ
ჯერ 1 წუთიც არ მიუღია და თავისივე თავისთვი ჯობია წავიდეს, ჩვენ კი ამისი ხელფასის გადახდა არ მოგვიწევს მაინც
ეჰ არტური რომ ტიპიური ბრაზილიელი გამოდგა თორე შენში რა გასაცვლელი იყო…