workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა დორტმუნდს დესტისა და მონიეს გაცვლას სთავაზობს

ბარსელონა დორტმუნდს დესტისა და მონიეს გაცვლას სთავაზობს

“ბარსელონა” ჩავის სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას განაგრძობს, გუნდის მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი სურვილი კი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაა.

ცნობილია, რომ ჩავი სერჟინიო დესტს საერთოდ არ ენდობა. ის მარჯვენა ფლანგზე რონალდ არაუხოს ათამაშებს, მაგრამ კატალონიელ სპეციალისტს ურჩევნია, ურუგვაელი დაცვის ცენტრში გამოიყენოს. ჩავის განკარგულებაში სერჟი რობერტო რჩება, რომელიც იმ დონის მარჯვენა მცველი არაა, “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში რომ ხვდებოდეს.

“ბარსელონა” დიდი ხნის განმავლობაში სესარ ასპილიკუეტას დამატებას ცდილობდა, მაგრამ გამოცდილმა ესპანელმა საბოლოოდ “ჩელსისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

“ბლაუგრანა” მარჯვენა მცველის დამატებაზე ზრუნვას განაგრძობს და ერთ-ერთ ვარიანტად “დორტმუნდის” 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელი ტომას მონიე განიხილება.

“დორტმუნდი” მონიეში 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “ბარსასთვის” ეს თანხა მიუღებელია. “დორტმუნდელთა” საფიქრალი ისაა, რომ გერმანელები მონიეს შემცვლელის მოძებნას ვერ მოახერხებენ. Sport-ის ცნობით “ბარსელონამ” გამოსავალს მიაგნო და დორტმუნდელებს სერჟინიო დესტის ტომას მონიეში პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2022, 17:07
    #5

    30 წლის "გამოცდილი" ფეხბურთელი ტომას მონიე უნდათ 21 წლის დესტში გაცვალონ?
    15 მილიონს ითხოვენ 30 წლის მცველში, მშვენიერია. ეგ რო 21-22-ის იყოს ალბათ 40-ს დააფასებდნენ. თუ მართლა კარგი მცველია დაგვიმატონ 5 მილიონი და ისე მაინც გაუშვით სულ რო ჩვენ არ გამოვჩნდეთ ჩმორებათ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 აგვ 2022, 00:02
    #4

    გასაგებია შედარებით დაბალი დონის მარჯვენა მცველი უნდათ რომ შემდეგ წელს ტოპი მოიყვანონ მაგრამ მუნიეს ისევ ბელერინი ჯობია უფასოდ

  • Ko Ke
    schedule 23 აგვ 2022, 23:55
    #3

    30 წლის ფეხბურთელი გავცვალოთ 22ისაში. Რომლებიც დიდად არ განსხვავდებიან სათამაშო დონით

  • Don_Andresito
    schedule 23 აგვ 2022, 22:27
    #2

    მორიგი სულელური ნაბიჯი იქნება

  • Davita
    schedule 23 აგვ 2022, 22:17
    #1

    ასეთ სლეობას მარტო ბარსა თუ იზავს, დაჟე მანჩესტერსაც გადაასწრეს უკვე, მონიე არა კვეკესკკრი კიდე. მოგიხანთ ხედვები