workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
უნაი ემერი ხუან ფოითის ტრანსფერს არ გამორიცხავს

უნაი ემერი ხუან ფოითის ტრანსფერს არ გამორიცხავს

“ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გუნდის მარჯვენა მცველის, ხუან ფოითის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარს აკეთებს.

ცნობილია, რომ “ბლაუგრანას” დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს და კატალონიელებს ერთ-ერთი კანდიდატად 24 წლის არგენტინელი ჰყავთ შერჩეული. თუმცა პრობლემა ისაა, რომ “ვილიარეალი” ფეხბურთელში 42 მილიონ ევროს ითხოვს.

ემერიმ ამ საკითხზე კომენტარი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა, ჩვენთვის არასასურველი ტრანსფერები შედგეს და ფეხბურთელებმა დაგვტოვონ. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას იხდის, ან მოთამაშე ჩვენთან მოდის და გვეუბნება, რომ სპორტული და ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი შეთავაზება აქვს. ჭორები ვრცელდება, თუმცა ფოითი ჩვენთან ბედნიერია.

– ციტირებს უნაი ემერის სიტყვებს ედუ პოლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 17 აგვ 2022, 23:23
    #6

    ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა, ჩვენთვის არასასურველი ტრანსფერები შედგეს და ფეხბურთელებმა დაგვტოვონ.
    ჩვენც ვაცნობიერებთ და ძალიან გვიტყდება, რა ვქნათ?

  • Ko Ke
    schedule 17 აგვ 2022, 23:18
    #5

    Კაი რაა, რა ფოიტი

  • shu1987
    schedule 17 აგვ 2022, 21:44
    #4

    ციტატა: Albicelecte
    ხუან ფოიტი კი არა, აგერ სერხიო გომესი ითრია სიტიმ ანდერლეხტიდან, ლა მასიის აღზრდილი, რომელიც ალბას ისე ჩაანაცვლებდა, როგორც კაი ხაჭაპური ყველიან პურს;
    ვინაა ეგ სახადი, ალბა კი არა კორონას ახალი შტამია მგონი, სანამ ეგ და პიკე არ დატოვებენ გუნდს, მანამ ვერაფერიც ვერ დაიძრება barca-6

    ესპანელი იყოს და პენსიონერი თუ გინდაო, ალბაზე უარესი ალონსო მოიყვანეს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება უკეთესი არ ჭირდებათ კონკურენტად, სანამ ალბა და პიკე კიარა ოთხეული როა ეგრეთწოდებული კაპიტნები ყველა უნდა წავიდეს და განვითარებაზე მერე იფიქრონ პლიუს ის ბალასტი რაც წლებია გუნდშია მიყვეს უნდა…

  • Alien messi
    schedule 17 აგვ 2022, 16:53
    #3

    ციტატა: Albicelecte
    ხუან ფოიტი კი არა, აგერ სერხიო გომესი ითრია სიტიმ ანდერლეხტიდან, ლა მასიის აღზრდილი, რომელიც ალბას ისე ჩაანაცვლებდა, როგორც კაი ხაჭაპური ყველიან პურს;
    ვინაა ეგ სახადი, ალბა კი არა კორონას ახალი შტამია მგონი, სანამ ეგ და პიკე არ დატოვებენ გუნდს, მანამ ვერაფერიც ვერ დაიძრება barca-6

    არა ძმაო რა სერხიო გომესი აგერ ალონსოს სდომნია ბარსელონაში “ცხოვრება” და ხო არ გაუტეხავენ 🤣

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 აგვ 2022, 16:49
    #2

    რაის ფოიტი კაით რა,

  • Albicelecte
    schedule 17 აგვ 2022, 16:43
    #1