მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “ჩელსი” უარით გაისტუმრა, ლონდონური კლუბი გაბონელის შეძენის იმედს არ კარგავს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლურჯებმა” მიმდინარე კვირაში ობამეიანგის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა ჩანიშნეს. “ჩელსის” მფლობელს, ტოდ ბოელის სურს, “ბარსელონასთვის” ოფიციალური შეთავაზების გაკეთებამდე, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს.
კატალონიელები 33 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ €30 მილიონს ითხოვენ, “ჩელსის” კი, როგორც ცნობილია, ამ თანხის გადახდა არ სურს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ერნანდესი ობამეიანგის შენარჩუნებას ემხრობა, დიდი ალბათობით, კლუბს გაბონელის გაშვება ბერნარდუ სილვას ტრანსფერისა და მოთამაშეთა რეგისტრაციისთვის დასჭირდება.




კატალონიელები 33 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ €30 მილიონს ითხოვენ, "ჩელსის" კი, როგორც ცნობილია, ამ თანხის გადახდა არ სურს.
რა კაია არა? არ სურთ 30 მილიონის გადახდა. მარტო ბარსა გონიათ ამათ სულელი?
Ეს თუ გაუშვეს და ლევანდოვსკის იმედზე დარჩნენ კარგად ყოფილა საქმე
დეპაის და ობამას ერთად გაშვება არ ღირს, ერთ ერთი უნდა დარჩეს აუცილებლად
მაშინ დეპაი ჯერ არ გაუშვან. თორე ქლიმბელე და ფატი თუ დაიმტვრნენ რაც მოსალოდნელია გაგვიჭირდება. აბდე გააიჯარონ ჯობია.