ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ გავი 21-წლამდელ მოთამაშეთა შორის “ოქროს ბურთის” ჯილდოსთვის იბრძოლებს.
“ბარსელონას” ნახევარმცველთან ერთად საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულისათვის ბრძოლაში მონაწილეობენ:
ქარიმ ადეიემი (20 წლის, “დორტმუნდი”), ჯუდ ბელინგემი (19 წლის, “დორტმუნდი”), ედუარდო კამავინგა (19 წლის, “რეალი”), რაიან გრავენბერხი (20 წლის, “ბაიერნი”).
ხსენებულ ჯილდოს France Football-ი 2018 წლიდან გასცემს, რომელსაც პირველად კილიან მბაპე დაეუფლა, შემდეგ მატიას დე ლიხტი, ხოლო უკანასკნელად საუკეთესო პედრი გონსალესი გახდა.
ამ ბიჭს ყველაფერი წინა აქვს, ახლა თუ არ მისცემენ მერე მაინც აიღებს უკვე სრულწლოვანებში.
გავი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პატივსაცემი ფეხბურთელია. იშვიათად უნახავს საფეხბურთო სამყაროს 17 წლის ბიჭები, რომლებიც ნახევარდაცვაში დგანან და არ უშინდებიან 25-28-30 წლის უკვე სახელგანთქმულ ვაჟკაცებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუფრო, რომ მას ენდობიან კლუბში და ესპანეთის ნაკრებში. ყვითლებს, რაც შეეხება: ყვითლები პრობლემა არ არის, მთავარია პროგრესირებს და კიდევ უფრო დაიხვეწება.
მაგარი ბიჭია, ოდნავი ემოციური ქმედებების მოთოკვა სჭირდება, თორე ეს იქნება ბარათებოს ოქროს ბურთის მფლობი🙂
კარგი იქნებოდა ზედიზედ ორი ოქროს ბიჭუნა მაგრამ რის მიხედვით შეაფასებენ სეზონს გააჩნია. საინტერესოა კოეფიციენტები როგორ იქნება
Მგონია ბელინგემი აიღებს წელს მაინც ამ ჯილდოს, მე მაგალითად არ მივცემდი გავის, ჩამოყალიბებელი, უზრდელი ფეხბურთელია, ყვითლებს იღებს ყოველ მეორე თამაშში
ასაკს თუ გავითვალისწინებთ ჯერ წინ აქვს ყველაფერი, და არცერთზე ნაკლები სეზონი არ ქონია მეტი თუარა