AS-ის ცნობით, მომავალ კვირაში მარკოს ალონსო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება და მისი დებიუტი 22 აგვისტოს, ლა ლიგის მე-2 ტურში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ შედგება.
ესპანელი მცველი ბარსელონაში ორშაბათს ან სამშაბათს ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. “ლურჯ-ბროწეულისფერები” მის სანაცვლოდ “ჩელსის” €8 მილიონს გადაუხდიან და მარკოსს 2+1-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ალონსოს შეძენის შემდეგ, ალეხანდრო ბალდეს პირველ გუნდში არ დაარეგისტრირებენ და, შესაძლოა, იგი პრიმერა დივიზიონის რომელიმე კლუბში გაანათხოვრონ. ახალგაზრდა მარცხენაფლანგელი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მშვიდადაა.
ჩავი ერნანდესი ბალდეს პროგრესსა და ზრდას აღიარებს და მიიჩნევს, რომ ახლა ის გუნდს ბევრად უკეთ შეეწყო. ალექსმა ტაქტიკური კუთხითაც საგრძნობლად მოუმატა, თუმცა, ალონსოს მოყვანის შემდეგ, იჯარით წასვლა საუკეთესო გამოსავალი იქნება.




ბალდე გამოუცდელია და მასზე ბევრად დიდ დათმობაზე წავა ჩავი და იმდენად დიდ კონკურეციაში ვერ იგრძნობს ალბა თავს როგორიც ალონსოს მოყვანის შემთხვევაში ექნება, ბალდეს კიდე სათამაშო დრო ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ჭირდება. ჯობია წავიდეს იჯარით და მომავალი სეზონიდან უნდა განიხილებოდეს ერთ-ერთ ძირითადის წევრად. ალონსოს რაც შეეხება, ბალდეზე მეტი გამოცდილება მაინც აქვს და ჩავიც ალბათ უფრო განსხვავებულად მოეპყრობა 31 წლის ფეხბურთელს ვიდრე 18 წლისას.
არ მესმის უბრალოდ ბალდეს რატო არ აძლევენ შანსს ამას ეხლაც მილიონჯერ მირჩევნია ეს ჩაეოლილი ტავარი როდემდე უნდა შევიტენოთ
არ მევასება მაგრამ ალბას სკამად მაინც გამოდგება
თუ მოწონს ტრაკს რატოღა აგორავებს ეხლა არ ენდე როდისღა მერამდენე მოთამაშე უნდს გაფუჭდეს რაც გვარდიოლა წავიდა 1ტონა ახალგაზრდა გაფუჭდა. პედრისაც და ფატისაც იმიტო მიცეს დრო ფიზიკურად რო არ ყავდათ ხალხი და ტრანსფერებიც აღარ იყო
Ბალდე აუცილებლად უნდა წავიდეს იჯარით, რომ დრო მიეცეს და განვითარდეს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ ალბა სკამიდან არ ააყენებს ალონსოს. Ალბას ბოლო ორი სეზონი ძაან მაგარი აქვს, შეტევაში შესანიშნავია და დაცვაში ისეთი კაი ვერაა რაც ძირითადად ცენტრის ბრალი იყო, ახლა ეგ გამოსწორდება და ალონსოს მიახმობს ზამენაზე.
ამათ ორივეს ცალი ფეხი სამარეში აქვთ. იმედია სადაც გაანათხოვრებენ იქ თავს კარგად წარმოაჩენს, განვითარდება და რო წავა ალბა დაბრუნდება. ისე აქედან იჯარით ვინმე წასულიყოს და დაბრუნებულს კარგად ეთამაშოს მართლა არავინ არ მახსენდება.
არვიცი, ორი პენსიონერი გვეყოლება და ერთ ახალგაზრდა პერსპექტიულს ვუშვებთ?
მასე სირულად გაუშვეს კუკურელიაც 😔 ბარსადან ვინც იჯარით წავიდა არავინ არ დაბრუნებულა ნორმალური
გერმანიაში რომ გაესვატ 2 წელში დაცვითი პოზიციის ტრაოლე დაგვიბბრუნდებოდა:))) მაგრამ სადაა გერმანია და კარგი ცხოვრება. ნუ 2 წელში ვფიქრობ უკვე პირველ გუნდში იქნება რადგან ალბაც და ალონსოც დაბერდნენ
ანუ ბალდე წავა, ითამაშებს და ალბას გასვენების შემდეგ ჩამოვა და მემკვიდრეობას ჩაიბარებს, თუ დაიმსახურა?