workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” მსოფლიო თასი. ესპანეთი(!)

”ბარსას” მსოფლიო თასი. ესპანეთი(!)

''ბარსას'' მსოფლიო თასი. ესპანეთი(!)

ესპანეთის ნაკრებს მუნდიალი აქამდე  არ მოუგია, თუმცა ის არის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სამხრეთ აფრიკაში გასამართი მუნდიალის წინ. ესპანეთის პირველი სერიოზული გაბრწყინება იყო ”ევრო-2008”-ზე და ასევე შთამდეჭდავად ჩატარებული მუნდიალის შესარჩევი ეტაპი. 23 კაციან შემადგენლობაში მოიცავს არის ”ბარსელონას” 8 წევრიც.

ჯგუფური ეტაპი

არც ვალდესი და არც პედრო ოფიციალურ განაცხადში ესპანეთისა არც კი ყოფილან და მათ მიეცემათ თავიანთი პირველი შანსი, ჯგუფის პირველ თამაშში შვეიცარიის წინააღმდეგ. შვეიცარიის შემდეგ ესპანეთი შეხვდება ჰონდურასს იოჰანესბურგში 21 ივნისს და ისინი ჯგუფურ ეტაპს დახურავენ სამხრეთ ამერიკული ჩილეს წინააღმდეგ 25 ივნისს პრეტორიაში.

ისტორია

ესპანეთს თავის სამივე მეტოქის წინააღმდეგ ადრეც უთამაშია მსოფლიო თასზე თუ მის შესარჩევ ეტაპზე. 1968 წელს და 1994 წელს ესპანეთი შეხვდა შვეიცარიას და ორივე მატჩში გაიმარჯვა.
ესპანეთი ჰონდურასს შეხვდა 1982 წელს ვალენსიაში, მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე და ამ გახსნის მატჩმა ესპანელები შოკში ჩააგდო-ფრე 1-1. უკანასკნელად ესპანეთი ჩილეს 1950 წლის მუნდიალზე შეხვდა და მატჩი ”ფურია როხას” გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

შესაძლო მომავალი მეტოქეები

თუ ესპანელები წარმატებით დაძლევენ ჯგუფურ ეტაპს, მათ არ ელით ადვილი გასეირნება 1/8 ფინალში. ისინი შეხვდებიან ჯგუფი G (”სიკვდილის ჯგუფა”)-დან შესაძლო მეტოქეს. ამ ჯგუფში ბრაზილიის, პორტუგალიის, კოტ დივუარისა და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებები გამოდიან . ესპანელებს საუეკეთესო თექვსმეტეულში აუცილებლად მოუწევთ მკაცრი გამოცდის ჩაბარება.

წყარო: FCBarcelona.Com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში