COPE-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ფეხბურთელების რეგისტრაციაში პრობლემები არ შეექმნება.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, “ბარსა” როგორც ახალწვეულების (რაფინია, ლევანდოვსკი, კუნდე, კრისტენსენი, კესიე), ისე უსმან დემბელესა და სერჟი რობერტოს ახალ კონტრაქტებს დაარეგისტრირებს. კლუბი მეოთხე ეკონომიკური ბერკეტის გასააქტიურებლად მზადაა, თუ ეს აუცილებელი გახდა.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” ლა ლიგაში პირველ მატჩს 13 აგვისტოს, “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ გამართავენ – ჩავი ერნანდესს ამ შეხვედრისთვის ყველა ფეხბურთელი თავის განკარგულებაში ეყოლება.




ეს ჩემისა წიხლით გატენილ კუპატს არ გავს, არ გადაეხეს ეს მაისური ტანზე.
ლაპო წონაში დაიკელი და ლევანდოვსკის აჯობებს ათასად🤣🤣🤣🤣
ამას დეპაი გაუყიდია და რაის ლევანდოვსკი რის ლევანდოვაკიო ხავიმ უეჭველიდა ჩააცვა 9 ლაპოს… რაფერ იყურება შოშიასავე))