ჩავი ერნანდესი მირალემ პიანიჩის ტექნიკური და ტაქტიკური შესაძლებლობებით სასიამოვნოდ გაკვირვებულია, მაგრამ, სურს, მისი ფიზიკური კონდიციებიც დატესტოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბი ბოსნიელს აუხსნის, რომ სასტარტო შემადგენლობის წევრი არ იქნება და სერხიო ბუსკეტსის დუბლიორობა დაევალება – თუ ფეხბურთელი ამაზე თანხმობას განაცხადებს, გამორიცხული არაა, ის გუნდში დარჩეს. ჯერჯერობით, მირალემი ბედნიერია, რაც Sport-ის ჟურნალისტთან დიალოგშიც დაადასტურა.
ეკონომიკური თვალსაზრისით, პიანიჩის დარჩენა კლუბისთვის პრობლემა არ იქნება, რადგან მან ხელფასი უკვე 60%-ით შეიმცირა. “ბარსაში” აპირებენ, მისი პროფესიონალიზმი და სტილი კარგად შეამოწმონ. ვეტერანი ნახევარმცველის მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა.




მე პირადად კუმანის სტილს ვერაფერი გავუგე, არავითარი გამოკვეთილი აქცენტები თამაშში არ ქონდა. იჯდა გადათხლაშული და უყურებდა როგორ გვაჩმორებდა ყველა ვისაც არ ეზარებოდა.
აბა რააა უნდა დარჩეს თავისდროზეც იმიტო არ მოვიყვანეთ რომ ჩვენი სტილის ფეხბურთელია? მაგრამ კუმანმა დაალპო სკამზე როგორ მახსოვს მისი ინტერვიუ ვთხოვ კუმანს რომ რამდენიმე თამაში მათამაშოს გადაბმულადო მაგრამ მაინც არ ათამააშა თანაც კუმანის სათამაშო სტილს არ ერგებოდა და აი ჩავისთან მგონია რო ძაან კარგად ითამაშებს
ბუსის თუარ ჩავთვლით პიანიჩის დონის და კლასის ნახ.მცველი გუნდს არ ყავს, უნდა დარჩეს თუ ფორმის აკრეფას გააგრძელებს
პიანიჩისნაირი ნახევარმცველი რო გუნდში მე-3 და მე-4 ოფციაა, ესე იგი სოლიდური შემადგენლობა გყავს თავისი საკაიფო სკამით, მშვენიერია
ეკონომიკური თვალსაზრისით, პიანიჩის დარჩენა კლუბისთვის პრობლემა არ იქნება, რადგან მან ხელფასი უკვე 60%-ით შეიმცირა.
ვინც იძახდით ძვირი უჯდება პიანიჩი ბარსას, და გავყიდოთო და ა.შ.
აჰა ბატონებო… შეასრულა კაცმა თავისი ნათქვამიც და ანახებს ყველას, როგორ ჯიგარით უნდა აქ ყოფნა, და ამის შემდეგ ასეთი კლასნი, გამოცდილი, დასტოინი იგროკი რა პონტში უნდა გავყიდოთ???