ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, დანი ალვესი “პუმასში” ითამაშებს. მან მექსიკურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ წელს გამპერის თასზე “ბარსას” მეტოქე სწორედ “პუმასია”, რაც ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, ბრაზილიელ ლეგენდას 7 აგვისტოს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ვიხილავთ.
39 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი “ბარსელონაში” გაატარა, მაგრამ შემდეგ კლუბმა მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და თავისუფალი აგენტი გახდა.




მოკლედ ყველაფერს აკეთებს რო ბარსელონაში ხშირად ჩამოვიდეს. ამას ნამდვილად ეკუთვნის ერთი ადგილი ადმინისტრაციაში, რამე ხასიათის გამოკეთების განყოფილებაში.
ფაბრეგასი, იბრაჰიმოვიჩი, ნოლიტო, დენის სუარესი, დავიდ ვილია, ალეიშ ვიდალი, პაკო ალკასერი, კოუტინიო… უცებ ვინც გამახსენდნენ, თორემ კიდევ ბევრი იქნება.
ეს მომგონი ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს, სხვას ვინმეს ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობიდან უთამაშია ბარსას წინააღმდეგ? ბარსას ყოფილი ფეხბურთელებიდან ვგულისხმობ🙄