ბოლო საათებში გავრცელებული ცნობებით, ჟიულ კუნდეს “ჩელსიში” ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და “ბარსამ” მისი დათმობა გადაწყვიტა.
ახლა კი, ელენა კონდისის ინფორმაციით, “ბარსელონა” სიტუაციის გადაფასებას აპირებს, რადგან კატალონიურ კლუბს არ სურს, ფრანგი მცველის ტრანსფერი სრულად გამორიცხოს.
გუშინ კუნდეს შეძენა ძალიან რთული ჩანდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია – “ბარსელონა” ბრძოლაში ბრუნდება და ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას განიხილავს.
სირთულეების მიუხედავად, “ბარსას” ჟიულის ტრანსფერი არასდროს გამოურიცხავს. კლუბი მუშაობას განაგრძობს, ჩავი ერნანდესი კი მის მოყვანას დაჟინებით ითხოვს. “ბარსელონაში” კუნდეს სიტყვის სჯერათ და იმედოვნებენ, რომ ის კატალონიურ გრანდს კვლავ დაელოდება. ფრანგის სურვილი უცვლელია – მას “ბლაუგრანაში” თამაში უნდა.
ფაბრიციო რომანოს თანახმად, “ჩელსი” “სევილიას” ფეხბურთელის სანაცვლოდ £55 მილიონს სთავაზობს.
თუ საბოლოოდ არაფერი გამოვა, “ბარსა” ინიგო მარტინესზე იფიქრებს.




დღვანდელი ჩემი დაბ დღის საჩუქარიც ეგ იქნებოდა, ერთი ხვალ მართალია მაგრამ მიღებული იქნება და ერთიც სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე.
გილოცავ 💜 მრავალს დაესწარი. მალე კუნდე აზპი და რეალის განადგურებაც მომელოცოს 💜💜😂
დიდი მადლობა. რეალის განადგურება და კაი ტრანსფერები მეც მომელოცოს ყველასთვის
55-ს ხო ბარსელონაც იხდის. თან კიდევ ერთ-ორ კარგ ფეხბურთელს ვაჩუქებთ.
მაინც დაველოდოთ ფაბრიციომაც დაწეროს ოფიციალური შეთავაზების პონტში მაინტერესებს….
ალემანის ფინტი მონჩის და ჩელსის

მაშინ როცა ყველა ინიგოს შესახებ საუბრობდა ( რაც სიმართლე იყო ) ხელმძღვანელობა ჩუმად მუშაობდა კუნდეს ტრანსფერზე.
@gerardromero
რა ვთქვა ალემანზე აღარც ვიცი <333
აუუ ეგ ვნახე და მაგის დაწერას ვაპირებდი ტიპებმა ყურადღება სხვებზე გადაატანინეს ლაპომაც იღადავა ჩელსიში მიდის ეგო სიურპრიზის პონტში 🤣🤣🤣🤣
ეს ნაბიჯი მატეუ ალემანიმ გადადგა, კლუბი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა
მაშინ როცა ყველა ინიგოს შესახებ საუბრობდა ( რაც სიმართლე იყო ) ხელმძღვანელობა ჩუმად მუშაობდა კუნდეს ტრანსფერზე.
@gerardromero
რა ვთქვა ალემანზე აღარც ვიცი <333
:დდდდდ მგონი ესეც ავახიეთ ჩელსის,კიდევ უფრო დაიბოღმებიან.ეგრე რა გაედო ბუდას,წელსვე გვექნრბა ყველაფერზე პრეტენზია.ლა ლიგა კი უნდა დავდოთ ნამდვილად,მოუყმენლად ველოდები სეზონის დაწყებას.ეხლა უკვე დროა წამსვლელები წავიდენენ,ნებით თუ ძალით მაინც უნდა წავიდნენ.დე იონგმა გაასხას რა.
Alemani Time..💪🏼
| The deal is 99% DONE. Kounde will be a Barcelona player
აეეეეე კუნდე 99% ბარსაში ითამაშებსსსსსს ალემან ღმერთი ხარ ტერორიიიიიიი💙💙💙❤️🥶🥶🥶გამოუშვით ლუბოი ტოტი სად ხარ ხო ხარ ძმა კარგად?