workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მინო რაიოლა: “იბრა ცოტათი მოურინიოს წააგავს”

მინო რაიოლა: “იბრა ცოტათი მოურინიოს წააგავს”

მინო რაიოლა: "იბრა ცოტათი მოურინიოს წააგავს"

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ჯერჯერობით არ აპირებს კლუბის შეცვლას.
“გაზეთებმა უკვე დაწერეს, რომ იბრაჰიმოვიჩი გადავიდა “იუვენტუსში”, “მანჩესტერ სიტიში”, მადრიდის “რეალში”, თუმცა “ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ შვედი ფორვარდი არ იყიდება. შეიძლება ჩემმა კლიენტმა ვერ აჩვენა მაინც და მაინც კარგი თამაში, თუმცა პირველივე სეზონში 22 გოლის გატანა მემგონი ძალიან ცუდი შედეგიც არაა. ზლატანი არასოდეს ამბობდა, რომ კარიერას “ბლაუგრანაში” დაასრულებს. ტრანსფერები კვლავ მოსალოდნელია და კიდევ იქნება, იმიტომ, რომ შვედი ცოტათი ჟოზე მოურინიოს წააგავს: თუ იგი მოიგებს, მას რაც ჭირდება ეს სხვა გუნდიდან გამოძახებაა,”- ციტირებს აგენტის სიტყვებს Football Italia.

წყარო: sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში