“ინტერ მაიამისთან” 6-0 მოგებული მატჩის შემდეგ, ჩავი ერნანდესის ძმა და ასისტენტი, ოსკარ ერნანდესი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში “ბარსელონას” უძღვებოდა, კომენტარს აკეთებს.
დაცვის გაძლიერება გვჭირდება – ეს ერთ-ერთი მიზანია, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის წინ დავისახეთ.
რაფინია? ის შესანიშნავი გარემარბია, საჯარიმოში შედის, შორიდან ურტყამს და ზეწოლაში გვეხმარება.
კრისტენსენს უკვე ვიცნობთ. ის სწრაფი მცველია, დუელებს იგებს და ბურთთან კარგად მოქმედებს.
ანსუს დაბრუნება ტოპ ტრანსფერს ჰგავს. ის საგრძნობლად უმატებს, განსაკუთებით ფიზიკურ ასპექტში. ფატითი ყველა ბედნიერია.
ლევანდოვსკი? მისი მოსვლით ძალიან დიდი უპირატესობა მივიღეთ. რობერტი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც შეტევაში ბევრს შეგვმატებს.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მთავარი მწვრთნელი ვიყავი და ვიმედოვნებ, ბოლო იქნება. იმედი მაქვს, ჩავი პასპორტის პრობლემას მალე მოაგვარებს.
– განაცხადა ოსკარ ერნანდესმა.
“ინტერ მაიამის” კარში გოლები ობამეიანგმა, რაფინიამ, ფატიმ, გავიმ, დეპაიმ და დემბელემ გაიტანეს.




ეს ეტყობა ცოტა მშიშარაა, მეგონა ძმასთან კვალიფიკაციას აიმაღლებდა და დამოუკიდებლად აიყვანდა ახალ გუნდს, მაგრამ ჯერ არ არის მზად.
იმედია მოიხოდება ბოლომდე და მერე ვსოო დააფრინდეს ნებისმიერი ტიპს იმხელა პესრპექტივააქ თან გოლის გატანის დიდი ალღო და ტექნიკა
მცირე უპირატესობით, მაგრამ კვარა ჯობია ანსუმანეს. კვარა ოქროს ბურთს უეჭველად მოიგებს. და არაერთხელ!