workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: ბარსელონა წარსულის შეცდომებს არასდროს გაიმეორებს!

ჟოან ლაპორტა: ბარსელონა წარსულის შეცდომებს არასდროს გაიმეორებს!

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა საინტერესო საკითხებზე საუბრობს. 

“ბარსას” გამტანი სჭირდებოდა, ლევანდოვსკი კი მანქანაა, რომელსაც გოლები გააქვს. მისი სტატისტიკა მეტყველებს, რომ პოლონელი გოლების გარანტია გახლავთ და არაერთი “ოქროს ბუციც” მოიგო. ასეთი ფეხბურთელი ყველა გუნდს სჭირდება. მასთან ერთად, ანსუ და ობამეიანგიც გვყავს.

რობერტს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ის ჩვენთან ნაკლებ თანხას გამოიმუშავებს. ამასთან, პოლონელი “ბარსელონაში” გადმოსასვლელად, “ბაიერნზე”, დიდ ზეწოლას ახორციელებდა, როცა მისით “ჩელსი” და პსჟ ინტერესდებოდნენ, ჩვენ კი ლევა 45 მილიონ ევროს + 5 მილიონად შევიძინეთ. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი იოჰანს (კრუიფი) მოეწონებოდა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრით ბედნიერები ვართ, თუმცა, ახლა დაცვას უნდა მივხედოთ. სახელებს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩავიმ 6 კანდიდატი დაგვიკონკრეტა. ვიმედოვნებ, რამდენიმე მათგანს შევიძენთ.

დემბელე დიდებული ფეხბურთელი და ადამიანია. მისი აგენტი კონტრაქტში გარკვეულ კონდიციებს ითხოვდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია მტკიცედ დავიჭირეთ. უსმანს აქ წარმატების მიღწევა სურს და მჯერა, რომ ძალიან დაგვეხმარება.

“ბარსელონა” იმ შეცდომებს აღარასდროს გაიმეორებს, რაც წარსულში დაუშვა. გვსურს, წინდახედულნი ვიყოთ და მდგრადი კრიტერიუმებით ვიმოქმედოთ. ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს სტილში არ ჯდება, აქ არ დარჩება.

ფეხბურთი არ იცდის: ჩემი ოცნებაა, “ბარსელონა” კვლავ კონკურენტუნარიანი გავხადო. მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი ამისთვის დიდებულ სამუშაოს ასრულებენ.

მოთამაშეებს გამარჯვების წყურვილი აქვთ. ვცდილობთ, გუნდში კიდევ უფრო უკეთესი ატმოსფერო შევქმნათ.

მინდა, იმაზე უკეთესი გუნდი ჩამოვაყალიბო, ვიდრე – ჩემი პირველი პრეზიდენტობისას, მაგრამ, ეს მარტივი არ იქნება, რადგან მაშინ 1 წელიწადში 6 ტიტული მოვიპოვეთ, “რეალს” “ბერნაბეუზე” 6-2 მოვუგეთ და ა.შ.

– ციტირებს ლაპორტას სიტყვებს TUDN MEX.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • ტიტი
    schedule 19 ივლ 2022, 16:44

    რატომღაც მგონია რომ ბევრი აქ ალოგიკურად აზროვნებს, კესიე არის ფეხბურთელი რომელიც serie Aს საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა. პასის კულტურა აქვს, ტექნიკა აქვს, ფიზიკა აქვს, დარტყმა აქვს, პრესინგზე აღარაფერს ვამბობ. მოძრავია და სწრაფი. საყრდენი ზონის დაზღვევას აკეთებს იდეალურად და მცველებს ეხმარება მომენტალურად. მეტი რა უნდა ქონდეს რომ ბარსას სტილის იყოს?! 23 წელია ბარსას ვგულშემატკივრობ და ძაან მომწონს ეს ტრანსფერები რაც ამ სეზონში გაკეთდა განსაკუთრებით კესიე(მინიმუმ 50 მილიონიანი ტრანსფერი უფასოდ). მასე მაშერანო სულ არ იყო ბარსას სტილის მაგრამ მასეთი მშრომელი, დაუღალავი და პროფესიონალი ფეხბურთელი იშვიათი იყო და თანაც ძირითადში დაიმკვიდრა სკამისთვის მოსულმა კაცმა ადგილი.

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2022, 14:05

    ჩვენ ლევა 45 მილიონ ევროს + 5 მილიონად შევიძინეთ. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი იოჰანს (კრუიფი) მოეწონებოდა.
    როგორც წავიკითხე, მაგის გარდა აგენტიც წელიწადში 5 მილიონს ითხოვს, რობერტის ხელფასი კი ევრონიუსის მიხედვით 14.5 მლნ. ყოფილა. და არა 9 როგორც ითქვა. შეიძლება ეს ბონუსებით არის, მაგრამ ფაქტია გასავალია ბიუჯეტიდან.

  • CuleTillIDie
    schedule 19 ივლ 2022, 13:33

    ციტატა: La Pulga10
    ამოიჩემეს ეს კესი მართლა.ძაანაც ბარსას სტილისაა.პასი აქვს?აქვს,ტვინი აქვს?აქვს,სწრაფია,საკმაოდ ტექნიკურიც აღმოჩნდა,ჯანზეცაა და მშრომელია.იმ ქერასავით არ იჯვამს,ბურთს,რომ დაკარგავს,ან რამე არ გამოუვა.

    დარწმუნებული ვარ არ აქვთ მისი თამაში ნანახი, უბრალოდ შეხედეს და ვიზუალურად დიდი შავკანიანი კაცი როა, გამოიტანეს ეგ დასკვნა 😀 😀

  • katalomia
    schedule 19 ივლ 2022, 13:18

    ციტატა: DesmondHume
    ჩავიმ დაცვაში 6 კანდიდატი დაგვიკონკრეტაო, ესე იგი კუნდეს, ასპის და ალონსოს გარდა თითო-თითო გეგმა ბ ხალხიც გათვალისწინებული ყავთ, ძალიან კარგი

    უეჭველი მასეა და ძაან კარგია, ასეთი ორგანიზებული, დალაგებული, დაბალანსებური ხედვა სამწვრთნელო შტაბისა არ გვქონია გვარდის მერე.

  • SHOTADEPAY9
    schedule 19 ივლ 2022, 13:02

    ყველაზე მაგარი პრეზიდენტი

  • DesmondHume
    schedule 19 ივლ 2022, 12:29

    ჩავიმ დაცვაში 6 კანდიდატი დაგვიკონკრეტაო, ესე იგი კუნდეს, ასპის და ალონსოს გარდა თითო-თითო გეგმა ბ ხალხიც გათვალისწინებული ყავთ, ძალიან კარგი

  • La Pulga10
    schedule 19 ივლ 2022, 12:08

    ამოიჩემეს ეს კესი მართლა.ძაანაც ბარსას სტილისაა.პასი აქვს?აქვს,ტვინი აქვს?აქვს,სწრაფია,საკმაოდ ტექნიკურიც აღმოჩნდა,ჯანზეცაა და მშრომელია.იმ ქერასავით არ იჯვამს,ბურთს,რომ დაკარგავს,ან რამე არ გამოუვა.

  • katalomia
    schedule 19 ივლ 2022, 12:04

    ციტატა: M10 S9 D11
    "ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს სტილში არ ჯდება, აქ არ დარჩება."

    ამ დროს კესი მოიყვანეს ://////

    ეგ კესი სწრაფად აზროვნებს, პასის კულტურა აქვს, კარში ურახუნებს, პრესინგში იმენა წურბელასავით აჯდება კაცს, თავმდაბალია და მწვღთნელის დავალებებსაც უნაკლოდ შეასრულებს და რააქ მეტი ბარსას სტილში რაც არაქვს ამ კესის?

  • Iniesta_8
    schedule 19 ივლ 2022, 11:36

    ციტატა: La Pulga10
    რეალი ისევ უნდა გადავხსნათ.მერე ისევ იტყვიან ამხანაგურ მატჩს რა მნიშვბელობა აქსვო,ეკიდათო და ა.შ…კუნდეც ლაპო კუნდეც და წყნარად ვიქნები რა.


    ამხანაგურ მატჩს მართლა არ აქვს მნიშვნელობა, აგერ მანჩესტერმა ლივერპულს 4-0 მოუგო მარა მაგით რა, ოფიციალურში გადაუვლიდა ლივერპული შარშანდელივით.

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 ივლ 2022, 11:15

    კესოს მოყვანა ჩავის უნდოდა და მიზეზიც აქვს ამ ტრანსფერის, საჭიროა გუნდში ეგეთი ფეხბურთელი ასე რომ ტყუილად იწუნებთ მაგ ტრანსფერს

  • La Pulga10
    schedule 19 ივლ 2022, 11:08

    რეალი ისევ უნდა გადავხსნათ.მერე ისევ იტყვიან ამხანაგურ მატჩს რა მნიშვბელობა აქსვო,ეკიდათო და ა.შ…კუნდეც ლაპო კუნდეც და წყნარად ვიქნები რა.

  • cruyff9
    schedule 19 ივლ 2022, 10:30

    ლეგენდარულიი ლაპოოოოოო😍😍😍

  • gecheche
    schedule 19 ივლ 2022, 10:06

    M10 S9 D11,
    კესის ნაირი ფეხბურთელი ამ სტილსაც ჭირდება

  • gruz-in
    schedule 19 ივლ 2022, 10:06

    არც დავიდსი ჯდებოდა,მაგრამ მისი მოსვლით ხავის ხელფეხუ გაეხსნა,წინ აიწია და…
    კესი ზუსტად მაგ პინტშია..

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივლ 2022, 09:40

    "ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს სტილში არ ჯდება, აქ არ დარჩება."

    ამ დროს კესი მოიყვანეს ://////