workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი აშშ-ში სამშაბათამდე ვერ ჩავა

ჩავი ერნანდესი აშშ-ში სამშაბათამდე ვერ ჩავა

“ბარსელონა” გუშინ, პრესეზონის გასაგრძელებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, მაგრამ გუნდს ჩავი ერნანდესი ვერ გაჰყვა.

საქმე ისაა, რომ კატალონიელი სპეციალისტი, “ალ სადში” მუშაობის პერიოდში, რამდენჯერმე ირანში იმყოფებოდა, რის გამოც, აშშ-ში შესასვლელად, სპეციალური ნებართვა სჭირდება.

ივარაუდებოდა, რომ ეს საკითხი მალევე მოგვარდებოდა და “ბარსა” ამერიკაში უმწვრთნელოდ არ ჩავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გუშინდელი ცნობებით, ჩავი პასპორტს ორშაბათს მიიღებდა, თუმცა, Relevo-ს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი აშშ-ში სამშაბათამდე ვერ ჩავა.

ამჟამად გუნდი მაიამიში უმწვრთნელოდ ვარჯიშობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2022, 18:45

    თამაშზე კი ჩაასწრებს და ვარჯიშს მოახერხებენ როგორმე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ივლ 2022, 11:34

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ანუ პირველ თამაშს უმწვრთნელოდ ჩავატარებთ, ფუ რა მარაზმია🤦‍♂️


    არა, ინტერ მაიამისთან მატჩი 20-შია, წინა დღეს იქ იქნება ჩავი.


    აჰა, მადლობა

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 18 ივლ 2022, 01:00

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ანი პირველ თამაშს უმწვრთნელოდ ჩავატარებთ, ფუ რა მარაზმია🤦‍♂️


    არა, ინტერ მაიამისთან მატჩი 20-შია, წინა დღეს იქ იქნება ჩავი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ივლ 2022, 00:41

    ანუ პირველ თამაშს უმწვრთნელოდ ჩავატარებთ, ფუ რა მარაზმია🤦‍♂️

  • Novak Djokovic
    schedule 17 ივლ 2022, 23:11

    მთავარია ჩავიდეს თამაშის წინ

  • La Pulga10
    schedule 17 ივლ 2022, 23:04

    იდიოტობა.