ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჟიულ კუნდეს “ბარსელონაში” გადმოსვლა სურს, კლუბი კი ტრანსფერზე მუშაობას განაგრძნობს.
ჩავი ერნანდესი ფრანგს სრულყოფილ მცველად მიიჩნევს და უკანახაზში მისი შეძენა პრიორიტეტულია.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, “ბარსას” ტრანსფერის დაჩქარება უნდა, რადგან “ჩელსი” ჟიულით კვლავ ინტერესდება და მცდელობებს აგრძელებს.
ამასთან, ფერან კორეასი იტყობინება, რომ “ბარსელონა” ებ აბდესთან კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივების პუნქტს გამოიყენებს, თუმცა, დიდი ალბათობით, მას ამ ზაფხულში გაუშვებს, რადგან ჩავის მაროკოელისთვის დროის გამონახვა გაუჭირდება.
წყაროს თანახმად, ეზალზული “სევილიას” მოსწონს, რაც, შესაძლოა, “ბარსამ” გამოიყენოს და იგი კუნდეს ტრანსფერში ჩართოს.




კარგი იქნება, ეზალზულის ჩართვა ამ ტრანსფერში.
ჰო ჰო მალე ქენით ამანაც უნდა იყომაროს ამრეკიაში
ეს აუცილებლად მოსაყვანია და დაცვა იქნება სასწაულად მაგარი , არაუხო-კუნდე-პიკე-კრისტენსენი-გარსია
რავი ძმაო ყოჩაღ ლაპორტას და ალემანის!! ვიღაცეებს არ უნდოდათ ლაპორტა პრეზიდენტად, მაგრამ ვხედავთ რომ ეს კაცი ბარსას პრეზიდენტობისთვისაა შექმნილი
აუ ეს რამღელა მრავალფეროვნებას შემოოტანს პროსტა, 3 მცველიაშიც ითამაშებს,მარჯვენა მცველადაც და ცენტრშიც
ეს გვინდა და ასპიც თუ დავიმატეთ რავი ძმაო ლაპორტა ყოფილა კაცი ალემანისთან ერთად