მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენიტესი:” “ბარსელონა” “რეალზე” ერთი თავით მაღლა დგას”

ბენიტესი:” “ბარსელონა” “რეალზე” ერთი თავით მაღლა დგას”

მილანის “ინტერის” ყოფილმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გამოთქვა მოსაზრება, რომელიც კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” ეხება.

 

“უსიტყვოდ, “ბარსელონა” და “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან.”

 

თუმცა, ბენტიესი თვლის, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი შედარებით უკეთაა დაკომპლექტებული: “ ვთვლი, რომ “ბარსელონა” “რეალზე” ერთი თავით მაღლა დგას. შევხედავთ, ვის დარჩება მეტი ძალა სეზონის ბოლოსთვის.” – დაასრულა რაფაელმა.

 

შეგახსენებთ, რომ წელს ორივე გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა. “ბარსელონამ” ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი – სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი დაიმატა. “რეალმა” კი ფაბიო კოენტრაო, ნური შაჰინი, ჰამიტ ალტინტოპი, კალეხონი და ვარანე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში