Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მირალემ პიანიჩი, შესაძლოა, “ბარსელონაში” დარჩეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიელი ნახევარმცველი კლუბმა ტრანსფერზე დააყენა და სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდის, სავარჯიშო სესიებზე მისმა პერფორმანსმა და დამოკიდებულებამ სამწვრთნელო შტაბი მოხიბლა.
ჩავი ერნანდესი ფიქრობს, რომ, გუნდში დარჩენის შემთხვევაში, პიანიჩს სარგებლოს მოტანა შეუძლია. მწვრთნელთან ურთიერთობით თავად მირალემიც მოხარულია და იცის, რომ, შესაძლოა, კლუბი დატოვოს, მაგრამ ჩავის მეთოდებითა და მასთან მუშაობით კმაყოფილია.
ბოსნიელი “ბარსაში” დარჩენით ბედნიერი იქნება და სურს, პრესეზონზე თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. ის საკმაოდ დიდი ხანია, სპეციალური ფიზიკური ვარჯიშებითაა დაკავებული, რის გამოც საუკეთესო ფორმაში იმყოფება და აპირებს, მიღებული შანსები გამოიყენოს.
32 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და პრესეზონზე თავის გამოჩენის საშუალება კვლავ მიეცემა.
პიანიჩმა “ოლოტთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში მოედანზე 1 ტაიმი გაატარა.




ამას აღარ უმთავრდება კონტრაქტი?
კარგია პიანიჩი, კიდე არდა თურანი დავიბრუნოთ და არტურო ვიდალი,
შანსი არაა ამას არავინ დატოვებს თან საკმარისად გვყავს ნახევარ მცველები, მუქთა მილიონების მჭამელები რო გვყავს ბლომად ისინი გაუშვან
პედრი გავი და ნიკო გონსალესი გაუშვათ
რატო მგონია რო თუ დარჩა ხავის ხელში მაგრად ათამაშდება? ეს კუმანმა ვერ გამოიყენა არადა ძაან კლასნია თან პიანიჩის სტილის ნახევარ მცველი არ გყავს გუნდში ცენტრში ბურთის დამჭრი გვჭირდება
რაც იყო იმის ნახევარია დარჩენილი რავიცი ხელფასი დაიკლოს და სკამზე ჯდომა თუ უნდა იყოს აბა ძირითადში შანსი არაა ვის ნაცვლად თორე კი, უმჯობესია წავიდეს
კაი რა ამის გამო ნიკო ან გავი უნდა დაიჩაგროს?დავაი გაასხმევინონ აქედან
დარწმუნებული ვარ რომ გავუშვებთ, ამისი ხელფასის გადახდა სად შეგვიძლია, პროსტა თან კესი, ბუსკეცი და ნიკო გვყავს საყრდენად და ეს რაღათ გვინდა?
უეჭველი ფუთავენ რო ვითომ მაგარ კონდინციებშია რო იქნებ ვინმეს შეტენონ.
რასნიშნავს სარფიან შემოთავაზებას ელიანო ? რა გგონიათ რო ამაში ვინმე ფულს გადაიხდის ? მადლობელი უნდა იყოს კლუბი რო ვინმემ უფასოდ წაიყვანოს ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტოს.იმდენად მაღალი ხელფასიაქვს ამას პირველი უნდა უშვებდნენ გუნდიდან.
დარჩენის აზრი?
ეს პირველ რიგშია მოსაშორებელი, იმხელა ხელფასიაქ და ლამის ამის ბარსელონას მაისურით თამაში არ მახსენდება
პიანიცა ააყუმარე ხავი რა. არადა ძაან კლასნია თუ დაიჭირა ხავის მუღამი და გაცხო სულ არ გვინდა არც ფრენკი და არც სილვა. ბუსი, პედრი, კესი, პიანიცა და გავი. ნიკო და პაბლოც ბოლო ბოლო წამოგვიკრავენ ხელს