workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელეს პრეზენტაცია 🦟🔵🔴

უსმან დემბელეს პრეზენტაცია 🦟🔵🔴

დღეს უსმან დემბელემ, რომელმაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, ახალ ხელშეკრულებას ხელი სიუტატ ესპორტივაზე, ჟოან ლაპორტასთან ერთად მოაწერა.

ჟოან ლაპორტა

უსმანს ვაფასებ, როგორც პროფესიონალსა და კარგ ადამიანს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. მას დარჩენა ყოველთვის სურდა, ამისთვის დიდი ძალისხმევა გაიღო და “ბარსას” ახალ სახელფასო სტრუქტურას მოერგო.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა – მატეუს, ჟორდის, თავად უსმანსა და, მათ შორის, მუსა სიკოკოს.

უსმანი შესანიშნავი ტალანტი და განსხვავებული ფეხბურთელია – რთულია, ის ვინმეს შეადარო. დემბელე ჩავისა და კლუბს უყვარს. დღეს ძალიან ემოციური დღეა.

ჩავის მისი დარჩენა ძალიან სურდა. 

გვინდა, ტიტულები მოვიგოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ.

უსმან დემბელე

კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ბედნიერი ვარ. “ბარსელონა” ბავშვობიდან ჩემი ოცნების კლუბი იყო. ახალი სეზონის დაწყებასა და საკუთარი მაქსიმუმის გაღებას მოუთმენლად ველი.

ჩემთვის, აქ დარჩენა ყოველთვის პირველი არჩევანი იყო. მინდა, ტიტულები მოვიგო. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ. 

ტრავმების გამო გუნდში ჩემი პირველი 3 წელი რთული იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია სხვანაირია – ვგრძნობ, რომ გუნდისა და ქალაქის ნაწილი ვარ. ყველა მენდობა და ბევრად უკეთესად გამოვიყურები. კლუბში ბევრი ადამიანი დამეხმარა.

პრეზიდენტსა და მწვრთნელს ვუთხარი, რომ დარჩენა მინდოდა. დრო გაიწელა, მაგრამ ახლა ყველა ბედნიერია.

“ბარსამ” ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა იბრძოლოს. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. 

მწვრთნელთან ერთად გულმოდგინედ ვიმუშავებ და ვიმედოვნებ, ეს წელი ჩემთვისა და კლუბისთვის შესანიშნავი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • DesmondHume
    schedule 15 ივლ 2022, 14:22

    ციტატა: Hyperion
    ხელფასი რამდენი ექნება ხომ არ იცით?


    6 მილიონი როგორც მახსოვს

  • shu1987
    schedule 14 ივლ 2022, 23:47

    აუ თავიდან ადაპტაციის გავლა არ გინდა ახლა 😂😂 ფაქტიურად ისე გამოდის წინა პრეზენტაციაზე ვერ ავკენწლე და აბა თავიდან უნდა ვცადოო ხოდა შეუსრულეს😃

  • Hyperion
    schedule 14 ივლ 2022, 22:34

    ხელფასი რამდენი ექნება ხომ არ იცით?

  • CuleTillIDie
    schedule 14 ივლ 2022, 20:01

    ვინ გინდა ახლა რო ათამაშო? 😃 ლევანა თუ მოვიდა ალბათ გადასვავს ობას სკამზე, ფატი ისევ თუ არ დაიმტვრა მთელი სეზონით ეცდება ადგილის მოპოვებას, მაგრამ იმ რაზვალიანში 55ია გადახდილი თან ფავორიტია აშკარად ესპანელი მწვრთნელების. დემბელე და რაფინიას შორისაც მაგარი დაპირისპირება უნდა იყოს სასტარტოსთვის. დეპაიც თუ არ წავიდა ეცდება რამეს. მოკლედ ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსა ჩვენი შეტევის მდგომარეობა 😂

  • nika 54
    schedule 14 ივლ 2022, 17:26

    არ გინდა ამ კლოუნს კიდევ ორი წელი უყურო.

  • katalomia
    schedule 14 ივლ 2022, 17:05

    ფატი ლევა დემბო / ფერანი ობა რაფო.
    ქარიშხალი თავდასხმა გვყავს რა.
    სად დაგერხა ხავიი!!!