“ბარსელონას” ახალწვეული ფრანკ კესიე იმ ფეხბურთელებს შეუერთდა, რომლებსაც კატალონიური გუნდის გარდა “მილანშიც” უთამაშიათ.
სულ 19 ისეთი ფეხბურთელი არსებობს, რომლებიც ორივე ამ გრანდის მაისურით გვინახავს.
მილანიდან ბარსაში
კესიე მე-6 ფეხბურთელია, რომელიც “მილანიდან” პირდაპირ “ბარსელონაში” გადმოვიდა. 1997-1998 წლებში ეს ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა (კრისტოფ დუგარი, მიხაელ რაიციგერი, ვინსტონ ბოგარდი, პატრიკ კლუივერტი) გააკეთა. 2001 წელს მათ ფრანჩესკო კოკო მიჰყვა, 21 წლის შემდეგ კი იგივე გზა ფრანკ კესიემ გაიარა.
ბარსადან მილანში
უკუმიმართულებით გზა რივალდომ გაკვალა, რომელმაც ესპანეთიდან იტალიას 2002 წელს მიაშურა. 2008 წელს იგივე რონალდინიომ და ძამბროტამ გააკეთეს, მეოთხე და ჯერჯერობით უკანასკნელი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო.
სხვა ფეხბურთელები
“ბარსელონას” და “მილანის” მაისურით ასევე უთამაშიათ რონალდოს, ედვარ დავიდსს, დემეტრიო ალბერტინის, პეპე რეინას, ბოიან კრკიჩს, ჟერარ დეულოფეუს, მარკ ვან ბომელს, მაქსი ლოპესსა და კევინ-პრინც ბოატენგს, თუმცა ამ ფეხბურთელების შემთხვევაში ხსენებულ კლუბებს შორის პირდაპირი ტრანსფერები არ ყოფილა.
სიმბოლური ნაკრები
ბოლოს კი გთავაზობთ “ბარსელონას” ოფიციალური ვებსაიტის მიერ “მილანთან” საერთო ფეხბურთელებისგან შედგენილ სიმბოლურ ნაკრებს:
პეპე რეინა; მიხაელ რაიციგერი, ვინსტონ ბოგარდი, ფრანჩესკო კოკო; ედგარ დავიდსი, ფრანკ კესიე, დემეტრიო ალბერტინი; რონალდინიო, რივალდო, პატრიკ კლუივერტი, რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
ისე რო რამე ამას ყველგან კესის ეძახიან და ჩვენთან როგორ იქცა კესიე-თ?
მგონი რაფინია ვიყიდეთ, მაქსიმუმ ხვალ გაოფიციალურდებაო, შეიძლება უახლოეს საათებშიცო
ალბერტინი დავიდსი რონალდო რივალდო კლუივერტი რონალდინიო იბრა ყველა ლეგენდარულია,,,ძამბროტა გამორჩათ კიდე,,,
ერთი კლიუვერტს არაუშავდა დანარჩენი ნაგავი
ბოგარდი განსაკუთრებით
კლუივერტს არაუშავდა?!)))კლუივერტზე მაგარი 9იანი რამდენი გინახავს?!)))უდიდესი იყო პატრიკა
გილოცავთ ყველას რაგბიში ისტორიულ გამარჯვებას, ჯერ კალათბურთში ესპანეთი მერე რაგბიში იტალია, მგონი კარგი წელი გველის სპორტში ქართველებს 🇬🇪
ერთი კლიუვერტს არაუშავდა დანარჩენი ნაგავი
ბოგარდი განსაკუთრებით
ნაგავი კიდევ კარგი სიტყვაა🤬 ბავშვობა გამიმწარა რაიციგერმა. რას გავდა და რას თამაშობდააგის დედაც🤬
12 მოთამაშეა 11 ნაცვლად
3-4 კაცის გარდა საშუალო დონეა რაა
1997-1998 წლებში ეს ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა (კრისტოფ დუგარი, მიხაელ რაიციგერი, ვინსტონ ბოგარდი, პატრიკ კლუივერტი)
ერთი კლიუვერტს არაუშავდა დანარჩენი ნაგავი
ბოგარდი განსაკუთრებით