დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონამ” სარეზერვო გუნდისთვის ორი ფეხბურთელი შეიძინა.
მომავალ სეზონში “ბარსა ატლეტიკში” 19 წლის ნილ რუისი ითამაშებს. ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ამპლუით მეკარეა, კატალონიურმა გრანდმა “დამიდან” დაიმატა და კონტრაქტი 2024 წლამდე (2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით) გაუფორმა.
მეორე მოთამაშე კი 21 წლის ალვარო ნუნიესია, რომელიც აქამდე “ბილბაოში” ასპარეზობდა. ბასკმა მარჯვენა მცველმა კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე (“ბარსას” მისი 2 წლით გახანგრძლივება შეეძლება) გააფორმა.
ბილბაოს ფეხბურთელი მაგარია, არც მეკარეა ურიგო. წარმატებები ორივეს
ეს თუ მეკარეა მინიმუმ 2 მეტრია ეტყობა.
21 წლის თუა კი უნდა მიეცეს შანსი პრესეზონზეც და მერე თუ ათამაშდა პირველ გუნდშიც , მაინც დესტის იმედზე ვართ მაგ პოზიციაზე