workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა არგენტინელ ტალანტს იმატებს

ბარსელონა არგენტინელ ტალანტს იმატებს

TyC Sports-ის ცნობით, “ბარსელონა” 18 წლის არგენტინელი ტალანტის დამატებასთან ახლოსაა.

საქმე “არგენტინოს ხუნიორსის” ახალგაზრდა მარცხენა მცველ რომან ვეგას ეხება – კატალონიური კლუბი ფეხბურთელს იჯარით აიყვანს და შემდეგ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

“ბარსელონა” ვეგას იჯარისთვის მცირე თანხას გადაიხდის. ადვოკატები კონტრაქტს უკვე ამზადებენ.

ვეგა თავდაპირველად “ბარსა ატლეტიკში” ითამაშებს.

ამ ზაფხულში “ბლაუგრანამ” სარეზერვო გუნდისთვის ემრე დემირი, ნილ რუისი, ალვარო ნუნიესი და პაბლო ტორე უკვე შეიძინა, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ეს უკანასკნელი პირველ გუნდში დიდ დროს გაატარებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 10 ივლ 2022, 19:06
    #8

    ასე არ ჯობია ამ გამზადებული ლანგლეების ყიდვას, უყურებს ალბას და ბარსას ფილოსოფიასაც ნელ-ნელა აითვისებს.

  • Barca1980
    schedule 10 ივლ 2022, 11:34
    #7

    basa7, ვფიქრობ მისგან ძალიან მაგარი მცველი დადგება . მასკერანოს სითავხედე ვარდნაში , დე ბურივით ზუსტი გრძელი პასი და ნესტასავით ჭკვიანი პოზიციის შერჩევის დროს , დაუმატე სისწრაფე და მეტი რაღა უნდა ჭირდებოდეს მცველს ?

  • Golden boy
    schedule 10 ივლ 2022, 07:43
    #6

    ტალანტი რომ იყოს ამას იჯარით არავინ გაუშვებდა, ტალანტებს მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერით ყიდიან.

  • basa7
    schedule 10 ივლ 2022, 01:04
    #5

    ციტატა: Barca1980
    გასტონ ავილაც მოაყოლეთ რაა და ძალიან მაგარი იქნება , მომავლის ტრანსფერებია ყველა .


    გასტონ ავილა მართლა კარგი ბიჭია, კარგი გრძელი პასიც აქვს

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 ივლ 2022, 00:15
    #4

    ფლანგის მცველები ნამდვილად გვაკლია ბარსაში, თან არგენტინელები ძირითადად სულ ამართლებენ და ვნახოთ ერთი რა ბიჭია

  • shu1987
    schedule 09 ივლ 2022, 23:20
    #3

    ცუდი ბიჭი არაა თუმცა გამართლება არ გამართლების ამბავში გავიგებთ თუ გამოისყიდიან

  • Barca1980
    schedule 09 ივლ 2022, 22:41
    #2

    გასტონ ავილაც მოაყოლეთ რაა და ძალიან მაგარი იქნება , მომავლის ტრანსფერებია ყველა .

  • Albicelecte
    schedule 09 ივლ 2022, 22:02
    #1

    კარგია თუ მართლა ტალანტია, ალბას გასვენებას რომ არ ველოდოთ, იქნება თავის ფეხით გადაჯდეს სკამზე და შემცვლელის მოსვლას შეეგუოს როგორმე; სანამ ეს თინეიჯერია მანამ იქნებ მოვამზადოთ ბატონი ჟორდი ფსიქოლოგიურად smiley