რამდენიმე დღის წინ ცნობილი, გახდა, რომ იმ მოთამაშეებს, რომლებიც კლუბის გეგმებში არ შედიან, შეუძლიათ, ხვალ გასამართ ვარჯიშზე არ გამოცხადდნენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რიკი პუჩის, ოსკარ მინგესას, სამუელ უმტიტის, კლემან ლანგლესა და მუსა ვაგეს შემდეგ, ჩავი ერნანდესმა ნეტუსაც შეატყობინა, რომ ხვალინდელ სესიაზე არ მოვიდეს.
ბრაზილიელმა მეკარემ “ბარსადან” წასვლა უკვე გადაწყვიტა, რადგან რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სურს და ტერ შტეგენთან შანსი არ აქვს. მას მომავალ კვირაში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
ჯერჯერობით, უცნობია, “ბარსელონა” ნეტუს შემცვლელად ახალ მეკარეს დაიმატებს თუ შანსს ინიაკი პენიას მისცემს.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” პრესეზონს ხვალ იწყებენ. ჩავის შეგირდები სეზონის პირველ ვარჯიშს ხვალ, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ჩაატარებენ.




ვა ამან გადაიფიქრა დარჩენაა და ისევ მიდის? ძალიანაც კარგი. მოსვა ჩავიმ ყველა თავის ადგილზე
მეკარე დასამატებელია თან ისეთი რომ ძირითადზე იბრძოლოს, თუ გვინდა ტიტულები ყველა რგოლი უნდა დაბალანსდეს, ბარსას კიდე გრანდებში ყველაზე სუსტი მეკარე ყავს
პენიას მისცენ შანსი კარგი ბიჭი ჩანს. ლა მასიელს ფეხით თამაშიც არ შეეშლება
მესლიე მოიყვანონ ლიდსიდან
ონანა სკამზე არ დაჯდება და თანაც არასტაბილურია , აქვს საოცარი სეივები , მაგრამ აქვს ჩავარდნებიც . ჯობია პენია დავაბრუნოთ , საკმაოდ კარგი სეზონიც ქონდა და სკამზე ჯდომასაც არ გააპროტესტებს , ნელ-ნელა შეეჩვევა გუნდს და მარკის მერე შემცვლელიც გვეყოლება , თუ არადა აქ არ არის მამარდა ?!
პენიას უნდა მიეცეს შანსი
პენიას მისცენ შანსი, ფულის დახარჯვაც არ მოგვიწევს, მოტივირებულიც იქნება შტეგენის ძირითადიდან ამოსაგდებად და პლიუს გალათასარაიში საკმაოდ კარგი იყო
პენიას დავიბრუნებთ და ეს აღარაა საჭირო
პენიამ აჩვენა რომ პროფესიონალია და მგონი უნდა დავაბრუნოთ
აიაქსის მეკარე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ონანა, რომელსაც კონტრაქტი ამოეწურა უფასოდ გადავიდა ინტერში. უფასოდ არ ღირდა დამატება ვითომ?