შეჯამება – 14 ტიტული, მაგრამ წარუმატებელი სეზონი

შეჯამება – 14 ტიტული, მაგრამ წარუმატებელი სეზონი

ერთ სეზონში მოგებული 14 ტიტული, აქედან 2 ჩემპიონთა ლიგა – ეს მსოფლიოს ნებისმიერი სპორტული კლუბისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნებოდა, მაგრამ არა “ბარსელონასთვის”. “ბარსამ” 2021/22 წლების სეზონი აშკარად ჩააგდო, 14 ტიტულისა და 2 ჩემპიონთა ლიგის მიუხედავად.

ფეხბურთი

ერთადერთი უტიტულო გუნდი კაცების ფეხბურთის გუნდია. “ბლაუგრანამ” სეზონი იმდენად ჩააგდო, რომ მისი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაც კი სათუო იყო. 2004 წლის შემდეგ პირველად ვითამაშეთ ევროპა ლიგაზე (მაშინდელ უეფას თასზე).

მოკლედ რომ შევაფასოთ, ყოველმხრივ დასავიწყებელი სეზონია.

  • ლა ლიგა: მე-2 ადგილი
  • ესპანეთის თასი: 1/8 ფინალი
  • ესპანეთის სუპერ თასი: 1/2 ფინალი
  • ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპი
  • ევროპა ლიგა: 1/4 ფინალი

ქალების ფეხბურთი

მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა შესაძლო 4 ტიტულიდან 3 მოიგეს და სამივე მათგანის უკლებლივ ყველა შეხვედრაში იმარჯვეს, სეზონი მაინც წარუმატებლად უნდა შეფასდეს.

სეზონის წინ არც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ხონათან ხირალდესის გუნდი ესპანეთში გამოკვეთილად საუკეთესო იყო. შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მოგებული 3 ტიტული პროგრამა მინიმუმია. ხოლო იქ, სადაც ვიცოდით, რომ “ბარსას” ბრძოლა მოუწევდა, კატალონიელები დამარცხდნენ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბლაუგრანამ” “ლიონთან” 1-3 წააგო და მოქმედი ჩემპიონის ტიტული დათმო.

  • 🏆 ლა ლიგა: ჩემპიონი
  • 🏆 ესპანეთის თასი: ჩემპიონი
  • 🏆 ესპანეთის სუპერ თასი: ჩემპიონი
  • ჩემპიონთა ლიგა: ფინალისტი

კალათბურთი

კალათბურთის გუნდმა ერთი ტიტული კი მოიგო, მაგრამ ფეხბურთისაზე არანაკლებ წარუმატებელი სეზონი ჰქონდა.

ფეხბურთისგან განსხვავებით კალათბურთის გუნდი ყველა ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა და თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ამ სტატუსს ამართლებდა კიდეც. “ბარსამ” ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროლიგის რეგულარული სეზონები მოიგო.

თუმცა სეზონის მიწურულს იასიკევიჩუსის გუნდმა ძალიან აურია და საბოლოოდ თებერვალში მოგებული ესპანეთის თასის იმედად დარჩა.

“ბლაუგრანა” “რეალს” სეზონის განმავლობაში 11-ჯერ შეხვდა და აქედან 6-ჯერ მოუგო, საიდანაც 5 ზედიზედ მოგება იყო. თუმცა თუ ესპანეთის თასის ფინალს არ ჩავთვლით, “ბლაუგრანა” ყველა გადამწყვეტ დაპირისპირებაში დამარცხდა. სწორედ “რეალმა” წაართვა “ბარსას” სამივე ტიტულის მოგების შანსი.

  • ესპანეთის ჩემპიონატი: ფინალისტი
  • 🏆 ესპანეთის თასი: ჩემპიონი
  • ესპანეთის სუპერ თასი: ფინალისტი
  • ევროლიგა: 1/2 ფინალი

ხელბურთი

კალათბურთზე უფრო მეტად გამოკვეთილი ფავორიტი გუნდი გვყავდა ხელბურთში.

ყველაზე მეტი, 5 ტიტული სწორედ ხელბურთელებმა მოიგეს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც, თუმცა სტატუსიდან გამომდინარე ეს მათ მოეთხოვებოდა კიდეც. აი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ზედიზედ 3 მოგების შემდეგ ფინალში მარცხის გამო კი სეზონი შეგვიძლია, არასაკმარისად წარმატებულად ჩავთვალოთ.

  • 🏆 ესპანეთის ჩემპიონატი: ჩემპიონი
  • 🏆 ესპანეთის თასი: ჩემპიონი
  • 🏆 ესპანეთის ლიგის თასი: ჩემპიონი
  • 🏆 ესპანეთის სუპერ თასი: ჩემპიონი
  • 🏆 ჩემპიონთა ლიგა: ჩემპიონი
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ფინალისტი

ფუტსალი

ერთადერთი გუნდი, რომელსაც აშკარად წარმატებული სეზონი ჰქონდა, ფუტსალის გუნდია.

ხესუს ველასკოს გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და 4 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი. ხელბურთისგან განსხვავებით “ბარსას” ფუტსალში ისტორიაში საუკეთესო გუნდი არც ევროპის მასშტაბით ჰყავს და არც ესპანეთის. ამის გამო ორივე ამ ტიტულის მოგება ნამდვილად დიდი მიღწევაა. ასეთი რამ “ბარსამ” ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოახერხა.

ორი მთავარი ტურნირის გარდა კატალონიელებმა ესპანეთის თასი და სუპერ თასიც მოიგეს, სამეფო თასზე კი მოულოდნელად დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ფუტსალის გუნდი წარმატებების მოხვეჭას ახლა იწყებს. ამ გუნდმა ისტორიაში პირველი ტიტული 2011 წელს მოიგო. თუმცა ერთიც და ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგს (5 ჩემპიონობა) გაუტოლდება. ესპანეთის ჩემპიონატში კი წინ დიდი გზაა – ისტორიაში საუკეთესოს 8 ტიტულით ჩამოვრჩებით.

  • 🏆 ესპანეთის ჩემპიონატი: ჩემპიონი
  • ესპანეთის სამეფო თასი: 1/8 ფინალი
  • 🏆 ესპანეთის თასი: ჩემპიონი
  • 🏆 ესპანეთის სუპერ თასი: ჩემპიონი
  • 🏆 ჩემპიონთა ლიგა: ჩემპიონი

ჰოკეი

“ბარსელონას” ჰოკეის (გორგოლაჭებიანი) გუნდს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, კონტინენტური თასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

მიმდინარე სეზონში კი ამ გუნდმა მხოლოდ ერთი ტიტული, ესპანეთის თასი მოიგო. ძნელი მისახვედრი არაა, რამდენად წარუმატებელი იყო სეზონი.

ტიტულების სიმცირის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყო, რომ ევროტურნირებში ცვლილებების გამო “ბარსა” წელს საერთაშორისო ასპარეზზე არ გამოდიოდა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 8-ჯერ მოგების შემდეგ ფინალს მიღმა დარჩენა ნამდვილად დიდი წარუმატებლობაა.

  • ესპანეთის ჩემპიონატი: 1/2 ფინალი
  • 🏆 ესპანეთის თასი: ჩემპიონი

საერთო ჯამში კი “ბარსელონას” პროფესიონალურ გუნდებს უკვე 450-ე მეტი ოფიციალური ტიტული დაუგროვდათ. აქედან 45 მთავარი ევროპული ტიტულია, რაც, რა თქმა უნდა, რეკორდია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • barcaman
    26 ივნ 2022, 22:54

    ციტატა: ani-messi-goat

    ციტატა: barcaman
    ხელბურთის გუნდისთვის დიდი არაფერი მიღწევაა. ზედიზედ 5-ჯერაც მოუგიათ.


    მესმის მარა ევროპაში დიდი კონკურენციააა, კიელცეს ვისაც მოუგეს მაგარი გუნდი ყავს, პარიზს კილს ვეშპრებს, კაი გუნდები არიან და მაგათი დამარცხება არაა ადვილი ამბავი და მაინც სერიოზული მიღწევაა ზედიზედ 2 ლიგა იმის მიუხედავად რო საუკეთესო გუნდი ყავს ბარსას


    უბრალოდ ბარსელონა დასუსტდა. 2020-შიც კილთან წაგება სენსაცია იყო

  • ani-messi-goat
    26 ივნ 2022, 22:37

    ციტატა: barcaman
    ხელბურთის გუნდისთვის დიდი არაფერი მიღწევაა. ზედიზედ 5-ჯერაც მოუგიათ.


    მესმის მარა ევროპაში დიდი კონკურენციააა, კიელცეს ვისაც მოუგეს მაგარი გუნდი ყავს, პარიზს კილს ვეშპრებს, კაი გუნდები არიან და მაგათი დამარცხება არაა ადვილი ამბავი და მაინც სერიოზული მიღწევაა ზედიზედ 2 ლიგა იმის მიუხედავად რო საუკეთესო გუნდი ყავს ბარსას

  • barcaman
    26 ივნ 2022, 21:58

    ციტატა: ani-messi-goat
    ადმინ ხელბურთში გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა რაის წარუმატებლად ღადაობ??????????????????? :დ

    🏆 ესპანეთის ჩემპიონატი: ჩემპიონი
    🏆 ესპანეთის თასი: ჩემპიონი
    🏆 ესპანეთის ლიგის თასი: ჩემპიონი
    🏆 ესპანეთის სუპერ თასი: ჩემპიონი
    🏆 ჩემპიონთა ლიგა: ჩემპიონი

    ეს თუ წარუმატებლობაა წარმატება რაღაა joy

    ხელბურთის გუნდისთვის დიდი არაფერი მიღწევაა. ზედიზედ 5-ჯერაც მოუგიათ.

  • ani-messi-goat
    26 ივნ 2022, 21:34

    ადმინ ხელბურთში გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა რაის წარუმატებლად ღადაობ??????????????????? :დ

    🏆 ესპანეთის ჩემპიონატი: ჩემპიონი
    🏆 ესპანეთის თასი: ჩემპიონი
    🏆 ესპანეთის ლიგის თასი: ჩემპიონი
    🏆 ესპანეთის სუპერ თასი: ჩემპიონი
    🏆 ჩემპიონთა ლიგა: ჩემპიონი

    ეს თუ წარუმატებლობაა წარმატება რაღაა joy

  • nika 54
    26 ივნ 2022, 16:37

    რო გითხრათ რო ჰოკეის და ხელბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ მეთქი ტყუილი იქნება, კაცებს მიხედეთ ფეხბურთი ითამაშონ.

  • El pistolero 9
    26 ივნ 2022, 15:47

    მომდევნო სეზონი კაცების ფეხბურთის გუნდში უკეთესი იქნება და დანარჩენი დიდად არც მაინტერესებს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    26 ივნ 2022, 15:06

    მაინც ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელი სეზონი იყო.

  • Novak Djokovic
    26 ივნ 2022, 14:09

    იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სეზონი კიდევ უფრო უკეთესი იქნება ბარსელონასთვის!!

  • shu1987
    26 ივნ 2022, 12:43

    ასპილიგიეტაში 13- მილიონს იხდიან ეს კვერცხები ასევე ალონსოშიც 13-მილიონი მოითხოვა ჩელსიმ შიგ ხოარ აქვთ ტოო…

  • cruyff9
    26 ივნ 2022, 12:25

    უდიდესნი!!