workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონას” ახალწვეული, პაბლო ტორე, რომლის პრეზენტაციაც გუშინ შედგა, კატალონიური კლუბის YouTube არხის რუბრიკაში – MY TOP 4 – თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ მოთამაშეს ასახელებს. 

მეკარე – ვიქტორ ვალდესი 

ყველამ იცის, ვალდესი რა დონის მეკარე იყო, მაგრამ მე ასევე მისი ფეხით თამაშის უნარი მომწონდა.

მცველი – კარლეს პუიოლი 

დაცვაში, მისი ხასიათისა და გუნდისადმი თავდადების გამო, პუიოლს ვირჩევ. კარლესი ნამდვილი ლიდერი იყო.

ნახევარმცველი – ანდრეს ინიესტა 

ანდრესს კარიერა ჯერ არ დაუსრულებია, მაგრამ ის ჩემი ერთ-ერთი კუმირია. ყველამ იცის, ინიესტა როგორი ტექნიკური იყო, როგორ შეეძლო ტემპის კონტროლი, გადამწყვეტი პასის გაკეთება ა.შ.

თავდამსხმელი – დავიდ ვილია

შეტევაში დავიდ ვილიას დავაყენებ გატანილი გოლებისა და იმ წარმატებების გამო, რასაც მან “ბარსაში”, “ვალენსიასა” და ესპანეთის ნაკრებში მიაღწია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 19 ივნ 2022, 18:24

    გემოვნებას არ უჩივის, კარგი აქვს

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 ივნ 2022, 23:17

    რავი კულეა ეს ბიჭი და ვნახოთ როგორ მოერგება გუნდს, პრესეზონზე თუ კარგად ითამქშა შეიძლება მალევე დავარეგისტრიროთ ან გავისავით ვათამაშოთ სარეზერვოდან

  • nika 54
    schedule 17 ივნ 2022, 13:28

    ვალდესის ფეხით მოგერიებული გეხსომებათ მანჩესტერთან ლიგის ფინალში, ის იაპონელი თუ კორეელი რო ყავდათ სად მოისროლა მოგერიების შემდეგ ფეხით რომელსაც ის თვითონ შეეჯახა.

  • Albicelecte
    schedule 17 ივნ 2022, 10:49

    ვილია იმის გამო, რომ ისიც კანტაბრიელია sunglasses

  • იმედა_ხავიესტა
    schedule 16 ივნ 2022, 20:36

    ვილია და ეტოოც ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ სუარესი ბევრად სხვა დონე იყო☺️ ის ფეხბურთში იყო ნამდვილი მკვლელი პირველ სამ სეზონში !!! ❤️

  • C.PC5
    schedule 16 ივნ 2022, 20:32

    გემოვნება ქონია ბიჭს😃 ვილია ასე რომ ევასება ეგ ფაქტი მახარებს, მეტად უნდა აფასებდეს ელ გუახეს ყველა❤️

  • Clever liar
    schedule 16 ივნ 2022, 17:39

    ჩემი აზრით სადაც ინიესტას ასახელებ, იქ აუცებლად უნდა იყოს ჩავი და პირიქით, თუარადა სხვა ვინმე უნდა მოიფიქრო, რადგან ასეთი იყო ამ ორი ვირტუოზის ფეხბურთი :))