COPE-ს ინფორმაციით, ჟერარ პიკე ჩავი ერნანდესსა და ჟოან ლაპორტას დაჰპირდა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ფოკუსირდება და ხელფასსაც შეიმცირებს.
თავისი კომპანიის 2 წლით გვერდზე გადადების გარდა, ვეტერანმა მცველმა ჩავის უთხრა, რომ ზაფხულში დიეტოლოგსა და ფიტნეს მწვრთნელს აიყვანს, რათა სეზონს 100%-ით მზად შეხვდეს.
Sport-ის ცნობით, ჟოან ლაპორტა ჟერარს შეხვდა, რა დროსაც ფეხბურთელის ცხოვრების სტილზე უკმაყოფილება გამოთქვა და მიანიშნა, რომ კლუბი მაღალი დონის უკანახაზელის შეძენას აპირებს. ამაზე კი პიკემ პრეზიდენტს უპასუხა: “მოიყვანე ტოპ მცველი და მე მაინც სასტარტო შემადგენლობის წევრი ვიქნები, ხოლო ის – სათადარიგო ფეხბურთელი”.
35 წლის მოთამაშე დარწმუნებულია, რომ შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს და გუნდს ამის პირობა მისცა. ჩავიმ და ლაპორტამ პიკეს შესთავაზეს, რომ, ძირითად თერთმეტეულში მოხვედრის ნაცვლად, ახალგაზრდებს დაეხმაროს, მაგრამ მან ეს წინადადება არ მიიღო და მტკიცედ ამბობს, რომ საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს.
ჟურნალისტ ჩავი ტორესის თქმით, კლუბში ამბობენ, რომ როცა პიკეს საკუთარ საქციელზე აფრთხილებდნენ (ეს როგორც პეპ გვარდიოლას, ასევე ლუის ენრიკეს დროს მოხდა), ის თავისი საუკეთესო ვერსიის დაბრუნებას ყოველთვის ახერხებდა.




ოჰო ეს საინტერესოა
ერთხელ წაგების მერე გაუბრაზდა პერესი რამოსს და გაგდებით დაემუქრა. რამოსს 2 თუ 3 წელი ქონდა დარჩენილი. წამოუხტა გასახდელში ყველას თვალწინ და მიახალა, გადამიხადე რაც დარჩენილი მაქვს და წავალო. ეს გაუბედა რამოსმა შენს ავტორიტეტ პერესს. აქ დიქტატურა არაა და შეპასუხებას ბედავენ, მითუმეტეს ასაკიანი და დამსახურებული ხალხი. პიკესაც 2 წელი აქვს დარჩენილი და რომ მოითხოვოს ფული და წავალო მისცემს ვინმე?! ან შენ გაწყვიტავდი კონტრაქტს და წახვიდოდი, როცა მილიონებზეა საუბარი?!
პერესი ჩემი ავცტორიტეტი თუ იყო არ ვიცოდი, ისე მე რატომ არ ვიცი ეგ მაბავი და რატომ მესმის პირველად აქამდე რატომ არ გამიგია, ერთი ტოტიმ თქვა მე რომის მეფე ვარ და დელ პიერო იტალიის მეფეო და მეორე ეგ უთხრა რამოსმა :დ :დ
გაგიკვირდა ალბათ რატომ არ გაგიგია, თანაც რეალზეა საუბარი. ეგ ამბავი პრესაში დაიწერა მაშინ და იქედან ვიცი. და რა არის აქ ისეთი, რომ პერესისთვის ვერ გაებედა. ყველას თვალწინ, რომ გიყვირის და გაგდებით გემუქრება, გადამიხადე, რაც მეკუთვნის და წავალო. **ე არ დააჭამოს პერესმა ვინმეს, ესეც არ მყავდეს ადოლფ ჰიტლერი. შენი ავტორიტეტი რომაა პერესი, ამას ხშირად შენ უსვამ ხაზს და ძალაუნებურად აღფრთოვანებული ხარ მისით და რეალით, რასაც სხვები კარგად ამჩნევენ.
ჯერ დაველოდოთ ვის მოიყვანენ ან საერთოდ მოიყვანენ თუ არა და მერე ჩამოწერეთ პიკე.
ვაახ ეს ბუსკეტსი და ალბა ხო ვერ მოიშორა გუნდმა რა უბედურებაა ეს რა არის ვერ ვიგებ
ან რა ვერ გაძღნენ ამდენი ჩჩაჯჯმული სეზონით
ერთხელ წაგების მერე გაუბრაზდა პერესი რამოსს და გაგდებით დაემუქრა. რამოსს 2 თუ 3 წელი ქონდა დარჩენილი. წამოუხტა გასახდელში ყველას თვალწინ და მიახალა, გადამიხადე რაც დარჩენილი მაქვს და წავალო. ეს გაუბედა რამოსმა შენს ავტორიტეტ პერესს. აქ დიქტატურა არაა და შეპასუხებას ბედავენ, მითუმეტეს ასაკიანი და დამსახურებული ხალხი. პიკესაც 2 წელი აქვს დარჩენილი და რომ მოითხოვოს ფული და წავალო მისცემს ვინმე?! ან შენ გაწყვიტავდი კონტრაქტს და წახვიდოდი, როცა მილიონებზეა საუბარი?!
ჩავი ძალიან დასტოინია; არ დაუშვებდა, რომ გუნდი ისევ ძველებურად ათრიონ და ბაიერნთან გაშვებული 8 გოლი თუ არავინ აიღო თავის თავზე, ეგრე თავმოყვარეობა გაქრება;
კარლესი რის მერე წავიდა? ზუსტად მას შემდეგ; რაც სათასო კლასიკოში 3 ბურთი მიიღო (მ.შ. დაცვის ცენტრიდან) და ტრამვის გამო ვერც ბავარიასტან დაეხმარა 1/2 ფინალში
მერე დაიკლოს ხელფასი და თუ ფორმაში იქნება კიდეც ათამაშონ რა პრობლემაა. არც როტაცია არ იქნება კატასტროფა ლა ლიგის გარდა კიდევ სხვა ტურნირებიც არსებობს.
2017-ის მერე რომ ჰყოლოდა ჩავი-ლაპოტრასავით ხალხი, მაგდენს ვერ დააზარალებდა გუნდს;
კაი, დაიბრუნე ფორმა, მერე? გაიტრამვები და მაინც მოგიწევს ადგილის დათმობა;
რა ჩვენი პოლიტიკოსებივით საუბრობს, არიქა მე ვარ ერთადერთი და სხვა შანსი არა გაქვთო
კულიბალი გვჭირდება🙂 ისე პიკე საყრდენზე რომ ცადოს ხანდახან🧐
35 წლის არი უკვე თორე ისე ტოპ მცველი როა ბაზარი არაა. როცა ფორმაშია.
ამისი ტრამვები ისე მიეწყო უკვე რომ არამგონია კიდევ შევიდეს ფორმაში
ჩემს ფეხებს იდგები
როვა პიკე ფორმაშია დაეხიოს ლუბოი, ამაზე ჭკვიანი მცველი არმეგულება, არც არაუხო და მითუმეტეს არც ის ზანგი.. კონკურენცია უნდა იყოს და ვინც დაიმსახურებს ის ითამაშებს, არანაირი მეგობრობით ყოფნას სასტავში არ მივესალმები.
მონდომება და ეს შემართება მომწონს,მაგრამ მაინც მოგიწევს გადაჯდომა სკამზე.არაუხოს უნდა შეუწყვილდეს ვინმე,მაგალითად კულიბალი თუ მოიყვანეს,ან სხვა ტოპ მცველი,რომ ერთმანეთთან თამაში ისწავლონ და მაგარი დუეტი ჩამოუყალიბდეთ.
მიგორავს ფორანი მიგორავს,
მიგორავს ნელ-ნელა მიდის,
დაბერდი, შენ ჩემო პიკორა,
გამხდარხარ ზანტი და მშვიდი.
დრო მიდის, უკან არ ბრუნდება,
ყველაფერს გაუდის ვადა,
ამ ქვეყნად სულ ყველა ბერდება.
იმ ძველი ბარსას გარდა.
იგონებს წარსულ დროს პიკორა,
ჩავისთან იწყებს ზუილს,
წასულან ლეო და ლუისი,
წასულა ინი და პუიც.
დრო იყო, ოი, რა დრო იყო,
თესავდით სიკეთეს ულევს,
გულებში ცეცხლი გენთოთ და
ბერნალზე ავლებდით ხნულებს.
დრო მიდის უკან არ ბრუნდება,
ყველაფერს გაუდის ვადა,
ამ ქვეყნად სულ ყველა ბერდება,
ზღაპრული ბარსას გარდა.
პიკორავ, სხვა დრო დამდგარა,
აღარ ხარ ისეთი მარდი,
სფინქსი ფერფლიდან აღმდგარა-
მოვიკლათ წარსულის დარდი!
ბევრს ტლიკინებს ყოველთვის და ზოგჯერ მაგარი ტვინს ტყ@ნავს, უმეტესად სულ ;დდ