“ბარსელონას” მცველის, ოსკარ მინგესას კატალონიური კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილია. ცნობილია, რომ 23 წლის ესპანელს კლუბის გადაწყვეტილება ჩავიმ გააცნო და მინგესა ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
Mundo Deportivo-ს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ ეტაპზე მინგესას ორი მსურველი ჰყავს. საუბარი ესპანურ “ვალენსიასა” და გერმანულ “ჰოფენჰაიმზეა”. ეს კლუბები “ბარსელონას” უკვე დაუკავშირდნენ.
იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბლაუგრანას” მინგესაში მინიმუმ 5 მილიონი ევროს აღება სურს.
ოსკარ მინგესა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში ის 2020 წელს გამოჩნდა და 66 თამაშის ჩატარება მოასწრო.
კარგია კაცია მინგესა
ტიპი დუბლებიდან ამოიყვანეს არავინ იყო და ამას რას ვერჩით :დ პირიქით რაც ქნას იმის მადლიერიც ვარ ოღონდ სასწრაფოდ გასაყიდია 10მილიონად მაინც
ფინანსურად ვალენსია ბარსაზე უარეს დღეშია, რისი გადამხდელია ვალენსია, 50 000 თუ იყიდის.
არადა პირველი თამაშები რა კარგად ითამაშა. მერე კუმანმა რო აგინა სულ წავიდა ხელიდან. აფსუსია.
დროა უკვე ოსკარ, წარმატებები სადაც არ უნდა წახვიდე
ვაკენსიაში გაუშვან ბაი ბექით..)
მზით გაცვითონ რომელიც წაიყვანს
უნდა გაუშვან, შანსი არ აქვს ახლა თამაშის.
ნანაი ნანაი ნანაა
5 ძაან ცოტაა.
ფლანგზე არაა ამის ადგილი, ცენტრში რაც ათამაშა კუმანმა ლენგლეს და გარსიას ერთად აღებულს ჯობს ორივეს. უშეცდომოც არ იქნება რაც არუნდა დაიხვეწოს, მარა მთავარი მინუსი ხასიათია ამის.