მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი:” შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ”

ნეიმარი:” შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ”

ბრაზილიელი ტალანტის – ნეიმარის სატრანსფერო საგა გრძელდება.

 

თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემწვავებინა ის ჭორები, რაც აქამდე გავრცელდა:

 

” “ბარსელონასა” და “რეალის” წარმომადგენლებმა გამოხატეს ჩემდამი ინტერესი. ორივე კლუბს უნდა ჩემი შეძენა – ამას ნამდვილად გეტყვით, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.”

 

“მე თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ, რადგან ჩემთვის ორი საუკეთესო გუნდი იბრძვის.”

 

ბრაზილიელი ტალანტის შეძენას თავდაპირველად აქტიურად “ჩელსი” ცდილობდა, თუმცა “სანტოსის” ხელმძღვანელობას სატრასნფერო ფასი არ მოეწონათ. მადრიდის “რეალს” ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია, თუმცა აქტიურ ინტერესს კვლავ გამოხატავს. “ბარსელონას” ამ ტრანსფერში პრიორიტეტი აქვს, რადგან “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ბრაზილიურ გუნდს ორივე მხარისთვის სასარგებლო საქმეს სთავაზობს. ნეიმარი ესპანეთში ზამთარში გადმობარგდება, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი საკლუბო დონეზე დასრულებული იქნება. როგორც ბრაზილიური ყვითელი პრესა იტყობინება, “სანტოსის” პრეზიდენტმა სანდრო როსელს პირობა მისცა, რომ ნეიმარის ყველა სატრანსფერო სიახლეს მას პირადად შეატყობინებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში