მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მხიარული ინტერვიუ – უბრალოდ მეგობრები (ნაწილი II)

მხიარული ინტერვიუ – უბრალოდ მეგობრები (ნაწილი II)

 მოგესალმებით ყველას ! როგორც იცით, ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს შორის, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მუდმივად ცდილობენ დადებითი ატმოსფეროს შექმნას. ესენი არიან: ჩავი ერნანდესი და იკერ კასილიასი. ჩავი და იკერი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გუნდში ასპარეზობენ. ისინი ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ და დღესაც ასეა, უბრალოდ საქმე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გვაქვს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა გაგახსენოთ ძალიან სასაცილო და ამავდროულად მეგობრული ინტერვიუები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჩაწერეს ჟურნალისტებმა “კლასიკოს” წინა დღეებში.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=gIwJH_76JUU]

 

ჟურნალისტი 1: “კლასიკო” ახლოვდება, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა ჩვენთან იმყოფება მომავალი მატჩის ორი გმირი”.

ჟურნალისტი 2: “ისინი მეგობრები არიან. ჩავი და კასილიასი, ისინი ერთად იცავენ ესპანეთის ნაკრების ღირსებას. ისინი არიან ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები. ახლა კი ჩვენ გვაქვს შანსი ვესაუბროთ მათ არა ფეხბურთზე, არამედ პირად ცხოვრებაზე…”

ჟურნალისტი 1: “ჩვენი ჟურნალისტი, იმაკულადა მარტინესი, მათ გვერდითაა”.

ჟურნალისტი 2: “მე მგონი მას გაუმართლა (იცინის)… მოკლედ ძალიან საინტერესო ამბებს შევიტყობთ”. 

 

ჩავი: “ჰაჰაჰა… დედაჩემი ნომერ პირველი ფანია ჩემი. საუბარიც არ სჭირდება იმას, რომ იგი თავგადაკლული “კულეა”.

იკერი: “დედაჩემი კი ხშირად მეუბნება, რომ თავი მოვარიდო კამერებს, მაგრამ რა ვქნა.. არაფერი გამომდის…”

ჩავი: “მე მართლაც მშვენიერი ოჯახი მყავს”

იკერი: “სამაგიეროდ მამაჩემს წვერები აქვს (იღიმება)”

ჩავი: “ჩემი მშობლები რომ არა, დღეს არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ”

იკერი: “რაც თავი მახსოვს, მამაჩემს სულ წვერები აქვს. მას ეს ძალიან მოსწონს”

ჩავი: “როდესაც სეგუნდა დივიზიონში ვთამაშობდი, ყოველ კვირას ევროპის ლიგის თამაშები მქონდა, რაც ძალიან დამღლელია დამიჯერეთ”

იკერი: “მე არ ვთვლი, რომ ლამაზი ვარ”

ჩავი: “ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმო, სანამ რამეს გადაწყვეტ”

იკერი: “მე რამე განსაკუთრებული მაქვს? შეიძლება. ნამდვილად არ ვიცი.. დავაკვირდები”

ჩავი: “მე ყოველთვის მატარებლით ვმგზავრობდი ხოლმე და არანაირი პრობლემები არ მექმნებოდა, დღესდღეობით კი ეს ჩემთვის შეუძლებელია (იცინის)”

იკერი: “მე სასაცილო ვარ, შეიძლება მიმზიდველიც.. მაგრამ ლამაზი? ასე არ ვფიქრობ”

იკერი: “ინჟინერობა? შეიძლება ინჟინერიც გამოვსულიყავი მთელი კონცენტრაცია ამ საქმიანობისკენ რომ მქონოდა, მაგრამ ყოველთვის ის მიზიდავდა, რაც ფეხბურთთან იყო კავშირში”

ჩავი: “იკერ რას იტყვი მწვრთნელობაზე?”

იკერი: “საინტერესოა, არ ვიტყოდი უარს არც მწვრთნელობაზე, არც სპორტულ დირექტორობაზე და არც მეკარეების მწვრთნელობაზე”

ჩავი: “ხალხი მეუბნება, რომ მწვრთნელობა მომიხდება, თუმცა სიმართლეს გეტყვი და ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი “ბოსის” რანგში”

იკერი: “მაგრამ როცა წარმოიდგენ, რომ პრემიერ მინისტრი “ბარსას” ფანია? (იცინის)”

ჩავი: “ჰაჰაჰა…(იცინის)”

იკერი: “რატომ იცინი?”(იღიმება)

ჩავი: “ოპტიმისტურად ვარ განწყობილი “კლასიკოს” წინ”

იკერი: “ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდები ერთნაირი ძალებით წარვსდგებით ერთმანეთის წინაშე”

ჩავი: “რეალს” უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ “ბარსა”… ის ჩემში ზის. ჩვენ ფავორიტები ვართ”

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში