workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატეუ ალემანი მომავალ კვირაში ლიდსში გაემგზავრება

მატეუ ალემანი მომავალ კვირაში ლიდსში გაემგზავრება

კატალონიის “ბარსელონა” რაფინიას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძნობს.

Sport-ის ინფორმაციით, მომავალ კვირაში მატეუ ალემანი ლიდსში გაემგზავრება და ბრაზილიელი შემტევის სიტუაციის გარკვევას შეეცდება.

“ლიდს იუნაიტედი” 25 წლის ფეხბურთელში 65 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ “ბარსას” 40 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს. შესაძლოა, მხარეები ტრანსფერში მოთამაშეების ჩართვაზე შეთანხმდნენ. 

წყაროს თანახმად, სხვა კლუბების ინტერესის მიუხედავად, რაფინიას პრიორიტეტი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგებაა.

ჩავი ერნანდესი ბრაზილიელს უსმან დემბელეს შემცვლელად მოიაზრებს. ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, ფრანგის გუნდიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

რაფინიას ტრანსფერი “ლიდსის” პრემიერ ლიგაში დარჩენამ გაართულა: ეს გუნდი ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან რომ გავარდნილიყო, “ბარსა” ფეხბურთელის გამოსყიდვას 25 მილიონ ევროდ შეძლებდა. თუმცა, ასე არ მოხდა და ახლა “ელანდ როუდის” ბინადრები დიდ თანხას ითხოვენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • nikusha
    schedule 05 ივნ 2022, 22:25

    ალემანი მხეცია ამ საქმეში

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2022, 18:44

    რაფინიას ტრანსფერი "ლიდსის" პრემიერ ლიგაში დარჩენამ გაართულა: ეს გუნდი ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან რომ გავარდნილიყო, "ბარსა" ფეხბურთელის გამოსყიდვას 25 მილიონ ევროდ შეძლებდა. თუმცა, ასე არ მოხდა და ახლა "ელანდ როუდის" ბინადრები დიდ თანხას ითხოვენ.


    კი მაგრამ ეს ხო დიდი ხანია ვიცით და ყოველ ჯერზე რატომ ვიმეორებთ.

  • ბაბუ 13
    schedule 05 ივნ 2022, 17:34

    დემბელეს არასტაბილური …… თორე ეგ უნდა იყოს ეხლა ბარსას ლიდერი ძაან მიხაროდა რო მოიყვანეს თავის დროზე რა პოტენციალიც ჩანდა მაგაში სასწაულებს ველოდებოდი საფრანგეთში და გერმანიაში დაფრინავდა თან ძაან პატარა იყო მაშინ მეგონა რო ლეგენდა უნდა გამხდარიყო გუნდის დაჟე ბაპეს მერჩივნა მე როცა ორივემ გამოანათა პირველი ორი სეზონი მაგრამ როგორც გაგრძელადა ეს ზღაპარი კი იცით ხოდა იმას ვამბობდი რო უბრალოდ ვერ გაიგებ ეს ტრამვას როდის აიკიდებს თორე რაფინიაზე ნაკლებად არც ეს არითამაშებს თან ფორმა თუ აღიდგინა შეუძლია კარგი რაღაცეები მაგრამ მაინც საბოლოოდ ვერ იქნები ამის იმედზე 😁😁

  • shu1987
    schedule 05 ივნ 2022, 17:32

    ციტატა: JABSONA1710

    ციტატა: shu1987
    რაფინიას ტრანსფერი იქნება იდეალური ამ მდგომარეობაში, იწუნებთ თითქოს უკეთესი ყავს გუნდს ან უკეთესის ყიდვის ერთი ადგილი, მოვა და ნახავთ რომ ძაან მაგარი ფეხბურთელია. მე დადებითად ვუყურებ ამას, ეს სკამზე გადასვამს ბევრს.


    გეთანხმები მაგრამ 65 ძაან ბევრია.
    ნახეთ ვიდეო

    https://www.youtube.com/watch?v=yWQ6eqJfeus&t=89s&ab_channel=SportsMoments


    65-არც გადაიხდიან სად აქვთ ამდენი ფული, თუ ამდენის გადახდა შეუძლიათ რას წუწუნებენ აბა.

  • M10 S9 D11
    schedule 05 ივნ 2022, 16:55

    ამის მოსვლას ისევ დემბელე დატოვო ჯობია თან რამხელა მაყუთს ითხოვენს ესეც არ მყავდეს რონალდინიო

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 05 ივნ 2022, 16:52

    ძაან ძვირიიააა

  • JABSONA1710
    schedule 05 ივნ 2022, 15:44

    ციტატა: shu1987
    რაფინიას ტრანსფერი იქნება იდეალური ამ მდგომარეობაში, იწუნებთ თითქოს უკეთესი ყავს გუნდს ან უკეთესის ყიდვის ერთი ადგილი, მოვა და ნახავთ რომ ძაან მაგარი ფეხბურთელია. მე დადებითად ვუყურებ ამას, ეს სკამზე გადასვამს ბევრს.


    გეთანხმები მაგრამ 65 ძაან ბევრია.
    ნახეთ ვიდეო

    https://www.youtube.com/watch?v=yWQ6eqJfeus&t=89s&ab_channel=SportsMoments

  • shu1987
    schedule 05 ივნ 2022, 15:32

    რაფინიას ტრანსფერი იქნება იდეალური ამ მდგომარეობაში, იწუნებთ თითქოს უკეთესი ყავს გუნდს ან უკეთესის ყიდვის ერთი ადგილი, მოვა და ნახავთ რომ ძაან მაგარი ფეხბურთელია. მე დადებითად ვუყურებ ამას, ეს სკამზე გადასვამს ბევრს.

  • MSN G.O.A.T
    schedule 05 ივნ 2022, 15:27

    დემბელემ რატვინი მოტ*ნა თქვას ბოლობოლო რაშვება

  • .Gladiator.
    schedule 05 ივნ 2022, 15:26

    ნელ-ნელა უმატებენ თუ რა ხდება smile
    რაის 65 მილიონი
    მაგდენს სალაჰში არ გადავიხდიდი
    რაფინია არა ჰალკი smile

  • Zura Gviniashvili
    schedule 05 ივნ 2022, 15:02

    ამასა და ანტონს შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს უფრო ანტონს ავირჩევდი რადგან ის 3 წლით პატარააა

  • JABSONA1710
    schedule 05 ივნ 2022, 14:47

    https://www.youtube.com/watch?v=yWQ6eqJfeus&t=89s&ab_channel=SportsMoments
    ისე ამ ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ კაი ბიჭია ,მაგრამ ბარსაში როგორ მოერგება ეს არის მთავარი…..65 კი არადა 40-იც ბევრია იმიტომ რომ ლიდსია მაინც რა…..

  • lesane C
    schedule 05 ივნ 2022, 14:43

    შეეშვან რა ამ ინგლისურ კლუბებს

  • Kun agüeroooo
    schedule 05 ივნ 2022, 14:39

    რა 40 მილიონი ხოარ აკანკალებთ ამათ რათ გვინდა ეს 2 თეთრიანი ტიპები ამას სჯობს აბდე დააწინაურონ

  • La Pulga10
    schedule 05 ივნ 2022, 14:36

    აუფ რა მადა აქვთ ამ ინგლისელებს მოკლედ.რაის 65 მილიონი,დაჟე 40 იც ბევრია.