“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი 2022/23 წლების სეზონისთვის კლუბის საშინაო ფორმას აფასებს.
ეს მაისური ნამდვილად მომწონს. ვნახოთ, ახალი ფორმა იღბალს, წარმატებასა და ტიტულებს თუ მოგვიტანს.
ფერები მომწონს, ძალიან თანამედროვეა და კარგი გრძნობა მეუფლება. ეს ფორმა 2004 წელს მაგონებს – რონალდინიოსთან, ეტო’ოსთან და დეკუსთან ერთად… დიახ, ძალიან მაგარია.
– განაცხადა ჩავიმ.




ეჰ ჩავი მაგრად მეცოდები
აი ძალიან მაგრად ! ვის ხელში ხარ
არაფრის გამკეთებელი ეგ აფერისტი გატეხილი ივერია სასისკი არ არის
მაშინ როსელი ჰყავდა შემსრულებელი (რონალდინიო როსელმა მოიყვანა) ეხლა ღმერთმა ქნას ალემანის რამე გამოუვიდეს
20-21 წლების კაი იყო, შარშანდელი საშინელება… ეს კიდე კაია, მომწონს
ხო მეც მაგ წლებში მახსოვდა ეგ ფორმა
წელს ჩემთვის ყველაზე მეტად აღსაღნიშნავი და მნიშვნელოვანი საკითხი ბარსელონას 3 თვიან სასწაულ მონაკვეთს და რეალის მიერ უჩლს მოგებას უკავშირდება.
ბარსას უდავოდ საზიზღარი შემადგენლობა ყავს.
თუკი უჩლს სტანდარტებს და სხვა გუნდებს შევხედავთ აშკარად რეალზეც იმავეს თქმა შეიძლება.
რეალის წარმატება, რაც ძირითადად ტიტულებში აისახა გაცილებით დიდი ჩანს, მაგრამ ბარსამ აჩვენა რომ თავისუფლად შეუძლია დაბრუნება.
ამ წამს რეალს ჩვენზე მაგარი ხელმძღვანელობაც ჰყავს, ჩვენზე მაგარი ფანობაც, ჩვენზე მაგარი მენტალობაც აქვთ და ტონობით ვალიც არ ადევთ, მაგრამ მიუხედავად ამისა სწორედ ამ გუნდით გავაპარტახეთ, ეგენიც, ნაპოლიც, ვალენსიაც, ატლეტიკოც, სევილიაც და ვილიარეალიც.
ამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და გუნდურობისა და მენტალობის ასეთი ორი შედეგი არ მახსოვს.
ერთადერთი რამ რითად ბარსელონა წელს შერცხვა არა შედეგები არამედ აინტრახტთან მომხდარი საზიზღრობაა, რამაც სრულიად დაჩრდილა ის სასწაული მონაკვეთი, თუმცა მგონია რო ასე მარტივად მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს გუნდი რა შედეგზე გავიდა 2 დღის მოყვანილ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად, ხოლო თუკი წლევანდელი სატრანსფერო მოვლენები ცოტათი მაინც წაგვწევენ, დარწმუნებული ვარ უფრო მეტსაც მივაღწევთ.
წელს გამოჩნდა რომ არ აქვს მნიშვნელობა გუნდში სალაჰი გყავს თუ ლევანდოვსკი, რაც იმარჯვებს გუნდურობაა და თუ მაინც ზამთრის მერე ლა ლიგის მე-9პოზიციაზე იმყოფები ან უჩლზე შენსგარდა ყველა ფავორიტია, საერთოდ უმნიშვნელოა თუკი მენტალობა და გუნდურობა გაგაჩნია.
რა ქნას ამ საცოდავმა, ჰოლანდი უნდოდა და ლევანდოვსკიც ვერ მოყავთ, კულიბალი უნდოდა და ალონსოს სტავაზობენ, მოკლედ მაგარ შარშია რა. აი როგორ უნდა მოსთხოვო ეხლა ამას ყველა ტიტული? თვითონ გავიდეს მინდორზე?
ბოლო ორი სეზონი ფორმა კიარა საშინელება გვქონდა, ახალი კარგია. არ მომწონს საერთოდ ნაიკის შექმნილი ფორმები და ადიდასის პირიქით ყველა მომწონს :დ
ჩავი დამამშვიდებლები მოიმარაგე და თმის გაცვენისთვისაც მოემზადე ჯობია