ბაიერნი ლევანდოვსკის გარეშე თამაშისთვის ემზადება

ბაიერნი ლევანდოვსკის გარეშე თამაშისთვის ემზადება

მიუნხენის “ბაიერნი” რობერტ ლევანდოვსკის გარეშე ცხოვრებისთვის ემზადება. ამ ინფორმაციას გერმანული და ესპანური პრესა ავრცელებს.

Bild-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ “ბაიერნის” სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკის “ბარსელონაში” გაშვებაზე დაფიქრდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ვეტერან პოლონელ ვარსკვლავს მიუნხენურ გუნდში თამაში აღარ უნდა.

იმავე წყაროების ინფორმაციით, იულიან ნაგელსმანი აპირებს, მომდევნო სეზონიდან გუნდის სათამაშო გეგმა შეცვალოს. Mundo Deportivo-ს ცნობით კი ახალგაზრდა გერმანელი მაგალითად პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” აიღებს და ცენტრფორვარდის გარეშე, მოძრავი შემტევებით ითამაშებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Iniesta_8
    27 მაი 2022, 17:42

    ბაიერნი მე დიდი კლუბი მეგონა, მარა რასაც ლევანდოვსკის უკეთებენ ამას პსჟ აკეთებს მარტო, სხვა არავინ. რეალმა რონალდუ გაუშვა როცა გატრაკება დაიწყო და ესენი რას გადააკვდნენ ბებერ ლევანდოვსკის ვერ გამიგია. დიდი კლუბი როცა ხარ ფეხბურთელს რომელსაც შენთან თამაში არ სურს უნდა გაუშვა. თუარადა გახდები პსჟ-ს ნაირი მონათმფლობელი.

  • shu1987
    27 მაი 2022, 17:27

    ლევანა ჩვენიანია 👌

  • El pistolero 9
    27 მაი 2022, 16:48

    მემგონი მოვა ეს ამ ზაფხულს. კლასიკოსაც თავისებური ხიბლი ექნება ბენზემა-ლევანდოვსკის დაპირისპირებით

  • nika 54
    27 მაი 2022, 15:12

    მერე რაღას ელოდებიან, ისევ ბოლო დღემდე არ იფიქრონ და მერე არ გადაგვაგდონ, როგორც რეალი მოისროლა მბაპემ.

  • me da barca
    27 მაი 2022, 14:33

    არ გამოუშვა ნეიმარი შეიხმა, მაგრამ გამოადგა? თუ თამაში არ უნდა ძალით დატოვებას აზრი არააქვს. არ დაიხარჯება, არ მოინდომებს და მოვალეობის მოხდის მიზნით ითამაშებს. დღეს კი ფიქრობს ეს მონათმფლობელი როგორ მოიშოროს ამხელა ხელფასიანი ნეიმარი, ვის მიასუხაროს, მაგრამ აწი არსადაც არ წავა. ეს უნდა გაითვალისწინონ ნემცებმა და თანხასაც დააკლონ, ლევანა არაა 25 წლის.