კარლეს პუიოლისთვის ეს კვირა ყველაზე ბედნიერია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. როგორც იქნა, მან სრულად ივარჯიშა გუნდთან ერთად. და აი, გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა ,კარლესმა დაამარცხა მარცხენა მუხლის ტრავმა. ამ ტრავმის გამო კაპიტანმა მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა ბოლო 37-დან, ეს კი მართლაც უცნაური ციფრია “ბარსას” ლიდერისთვის. კარლესი ხომ არამარტო მოედანზეა ლიდერი, არამედ გასახდელშიც. ის 4 თამაშიც შეგვიძლია სოლიდარობის და ერთად ყოფნის გამოცდად ჩავთვალოთ. მან კლუბი წინა სეზონის კლასიკოებსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ მიატოვა. “ტარზანმა” წარმატებით ჩაატარა ვარჯიში გუშინ, რომელიც შემოკლებული იყო ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების არყოფნის გამო. მან ყველა ტაქტიკურ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და მაქსველთან,აფელაისთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად მთელი ვარჯიშის განმავლობაში ხალისობდა.
მოსალოდნელია, რომ პუიოლი “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მატჩისთვის განაცხადში იქნება. გვარდიოლა საბრძოლო შემადგენლობით აპირებს თამაშს და თუ ყველაფერი კარგდა წავა, კარლესს რამდენიმე წუთით მისცემს თამაშის საშუალებას. კაპიტნის სრულფასოვანი დაბრუნება კი 13 სექტემბერს იგეგმება,იგი “მილანის” წინააღმდეგ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
პეპ გვარდიოლა პირველი იყო, ვინც “ტარზანის” დაბრუნების დადებით მხარეებზე ისაუბრა. მისი აზრით შესუსტებული დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ეს იდეალური გამოსავალი იყო და “პუი” ახალი ენერგიით დამუხტავს ფეხბურთელებს მოედანზე.
კაპიტნის ნაცრისფერი დღეები წარსულში დარჩა, მან უკან მოიტოვა ერთ–ერთი ურთულესი ეტაპი თავის კარიერისა. 7 თვის შემდეგ იგი მოედანს უბრუნდება. კარლესი დიდი მონდომებით ცდილობდა შეემცირებინა გამოსაჯანმრთელებელი პერიოდი, მან არდადეგებზეც კი უარი თქვა და კლუბის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოველდღე ვარჯიშობდა. ახლა კი დადგა დრო, რომელსაც კაპიტანი და “ბარსელონას” გულშემატკივრები ასე ველდით,ჩვენი “ტარზანი” მალე ისევ მოედანზე იქნება.
და ბოლოს:
მართალია, ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია, თუმცა როგორც ირკვევა არის საუბარი იმის შესახებ, რომ პუიოლი მალე დაემშვიდობება ეროვნულ ნაკრებს. ტრავმის შემდეგ მას გადაწყვეტილი აქვს თავის კარიერა მთლიანად “ბარსელონას” მიუძღვნას.
P.S ძალიან დამწყდა გული ბოლო აბზაცი რომ წავიკითხე, უზომოდ მინდოდა “ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი ცოცხლად მენახა თბილისში…იმედი მაქვს გადაიფიქრებს ნაკრებიდან წასვლას და მოგვცემს იმის საშუალებას ტაშით გავაცილოთ ის, მან ხომ არაერთი ლამაზი წუთი გვაჩუქა “ბარსას” გულშემატკივრებს და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს.



