”ბარსას” თავკაცი, პეპ გვარდიოლა დღეს კატალონიაში დაბრუნდა. ის ”უეფას” ფორუმს დაესწრო, სხვა გამოჩენილ მწვრთნელებთან ერთად. დღევანდელი ვარჯიში სულ რაღაც 14 კაცისაგან შედგებოდა. გუნდს ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლდა. განცალკევებით ვარჯიშობდნენ აფელაი, პუიოლი, მაქსველი, ადრიანო და პიკე. როგორც იცით, ისინი ნაკრებში არ გამოუძახიათ. ამის ერთერთი და მთავარი მიზეზი ტრავმებია. ვარჯიშები კიდევ განახლდება, სავარაუდოდ სამშაბათიდან. ”ბარსას” თითქმის ყველა ფეხბურთელი სახლშია. მათ ურთულესი თამაშები ელით, როგორც ამხანაგურ შეხვედრებში, ისე ჩემპიონატებზე. პირველი ვარჯიში სამშაბათს გაიმართება 10 საათისთვის. ალბათ ”ბარსას ფეხბურთელები, რომლებიც სამშობლოში არიან ახლა, ვერ მოახერხებენ 6 რიცხვისთვის უკან დაბრუნებას.
იმედია, რომ ისინი მალე დაუბრუნდებიან გუნდს.



