მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი: “საჭირო არაა “ბარსას” იმიტირება, მთავარია მათი დამარცხება”

ალეგრი: “საჭირო არაა “ბარსას” იმიტირება, მთავარია მათი დამარცხება”

მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ მოთამაშე გუნდებმა არ უნდა მოახდინონ კატალონიელების სათამაშო სტილის იმიტირება, არამედ მოედანზე მათი დამარცხება სცადონ.

La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში “მილანის” მწვრთნელმა განაცხადა: “ახლა მოდაშია იმის თქმა, რომ “ბარსელონას” სათამაშო სტილის იმიტირება შეუძლებელია. ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არ შეიძლება ვინმეს იმიტირება.”

ალეგრი, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას სწორედ “ბარსელონასთან” გამართავს, მიიჩნევს, რომ იტალიელებმა კონცენტრაცია თავიანთ “ხარისხზე” უნდა მოახდინონ, რომ მოიპოვონ გამარჯვება აღნიშნულ მატჩში. ალეგრი ფიქრობს, რომ ორი ევროპული გრანდის დაპირისპირება იქნება “ფანტასტიკური და ლამაზი”.

მასიმილიანო იქვე აღნიშნავს, რომ თავის ფეხბურთელებს ამის გაკეთება გაუჭირდებათ: ““ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მის ფეხბურთელებს აქვთ უდიდესი ტალანტი, შესანიშნავი სისწრაფე და უკვე დიდი ხანია, რაც ერთად თამაშობენ. მათთან თამაში ძალიან რთულია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდში ჰყავთ მესი.”

ალეგრი თვლის, რომ “”ბარსას” დასამარცხებლად საჭიროა ფანტასტიკური შეხვედრის ჩატარება და არცერთი შეცდომის დაშვება. ასევე მნიშნველოვანია იდეალურ ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში ყოფნა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში