“ბარსელონა ბ-ს” სავალალო შედეგების გათვალისწინებით, სერჟი ბარჟუანი, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ დარჩება
Sport-ის ჟურნალისტის, ალბერ როგეს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ოთხი კანდიდატი ჰყავს. წყაროს თანახმად, ჟოან ლაპორტა ახალ მწვრთნელად ყოფილი ფეხბურთელის მოყვანას მიესალმება. პრეზიდენტი ხავიერ მასკერანოს ან რაფა მარკესის ვარიანტს განიხილავს.
მასკერანო არგენტინის 20 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებს წვრთნის და ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის “ალბისელესტეს” დახმარებაზეა ფოკუსირებული, ამიტომ მისი დანიშვნა მყისიერად ვერ მოხდება. რაც შეეხება რაფა მარკესს, მექსიკელს “ბარსა ბ-ს” გაწვრთნა ძალიან უნდა, თუმცა კლუბში მის კანდიდატურაზე ერთსულოვანი პოზიცია არ არსებობს.
ჩავი ერნანდესი სხვა კანდიდატებს ემხრობა. Sport-ის ცნობით, 42 წლის სპეციალისტი საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნას მიესალმება. ასეთი მწვრთნელი ანტონიო იდალგოა, რომელსაც ჩავისა და სამწვრთნელო შტაბის დიდ ნაწილთან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩავისთვის მოსაწონი კიდევ ერთი კანდიდატი “ლიეიდა ესპორტიუს” თავკაცი, გაბრი გარსიაა. ამ უკანასკნელს “მაესტროსთან” კარგი ურთიერთობის გარდა, “ჟუვენილ ა-ს” გაწვრთნის გამოცდილებაც აქვს, შესაბამისად, “ბარსელონას” კარგად იცნობს.
წყაროს თანახმად, კლუბი გადაწყვეტილებას უახლოს კვირებში მიიღებს. მოსალოდნელია, რომ არჩევანი ჩავისთვის მისაღები კანდიდატის სასარგებლოდ გაკეთდება.
რაც შეეხება ბარჟუანს, შესაძლოა, ის კლუბში დარჩეს და სხვა პოზიციაზე მუშაობა დაიწყოს. ჟოან ლაპორტა 50 წლის სპეციალისტის მიერ სარეზერვო გუნდსა და, რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ, პირველ გუნდში გაწეული სამუშაოს გამო, მისი დიდი მადლიერია.




მეც ასე მგონია, ჩავის აუცილებლად უნდა შეუთანხმდნენ. თუნდაც იმიტომ რო ამ გუნდიდან უნდა მიიღოს პირველმა გუნდმა შევსება და უმჯობესია სწორედ ჩავიმ აუხსნას ახალ მწვრთნელს რას მოელის ახალგაზრდებისგან და როგორ მოუმზადოს ახალგაზრდები ძირითადისთვის.
სარეზერვოს კი არა….ძირითად გუნდს მიხედეთ…ძირითადს…იქნებ გადარჩეს საბოლოო განადგურებას.
გვარდიოლას აზრით მასკე საუკეთესო მწვრთნელი დადგება. მოედანზე მწვრთვნელივით თამაშობსო აგრე ამბობდა.
ლივერპულის თამაშს თუ უყურეთ ნახავდით რას ქვია ფეხბურთი, ეგეთ სტილს უნდა მივაწვეთ ჩვენც, პრესინგი სირბილი და კომბინაციური ფეხბურთი. საყურებელადაც კაია და შედეგებითაც.
ინიესტა ჯერ კიდევ თამაშობს
ინი დაავიწყდათ? ინი გაზრდის ბევრად უკეთესებს
მასკე ზოგადად ძაან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და მაინც ბარსას ფილოსოფიას ძალიან კარგად იცნობს მგონი კარგი ვარიანტი იქნება
თუ ჩავი იქნება მწვრთნელი და ასეცაა მაშინ ჩავის ნდობით აღჭურვილი პირია საჭირო რომ ჩავის ფილოსოფია ბ გუნდზეც გავრცელდეს და რეზერვი ძლიერი იყოს.