მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარტრამ საქართველოს გაუტანა

ბარტრამ საქართველოს გაუტანა

გუშინ გაიმართა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრა 21 წლამდე ფეხბურთელთა შორის. ერთმანეთს ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ესპანელებმა ჩვენი თანამემამულეები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს – 2:7. ერთ-ერთი გოლი “ბარსა ბ”-ს მცველმა, მარკ ბარტრამ გაიტანა.

ლუის მილას გუნდის უპირატესობა მსაჯის სასტვენისთანავე გამოიკვეთა. ესპანელებს მხოლოდ ორი წუთი დასჭირდათ ანგარიშის გასახსნელად. პირველი გოლი ისკოს ანგარიშზეა. მეორე გოლი როდრიგომ გაიტანა. ოდნავ მოგვიანებით ისკომ დუბლი გაიფორმა. მეოთხე და მეხუთე გოლებიც როდრიგოს ანგარიშზეა, რომელმაც შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ანგარიშის გაზრდაში მონაწილეობა კანალესმაც მიიღო. მან საჯარიმო დარტყმა განახორციელა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

51-ე წუთზე ქართველებს დახმარება გაუწია მარტინეზმა, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა. ამის შემდეგ კი მარკ ბარტრამ თავური დარტყმით კიდევ უფრო გაზარდა ანგარიში.

“ბარსელონას” ახალგაზრდული სისტემის აღზრდილს და ამჟამად “ვიტესის” მოქმედ ქართველ ფეხბურთელს კარგი შანსი ჰქონდა ანგარიშის შემცირებისა, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა.

თამაშის დასრულებამდე კი კვეკვესკირმა ულამაზესი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. საბოლოოდ შეხვედრა დამთავრდა 2:7.

 

საქართველო:

მაკარიძე, თარხნიშვილი, ჯიშკარიანი, ძამელიძე, შეყილაძე, მჭედლიძე, ჭანტურია, აფაქიძე, კვეკვესკირი, კაკუბავა. შეცვლაზე შემოსულები: ვალერი, კაზიაშვილი და ოქრიაშვილი.

 

ესპანეთი:

დე გეა, მალო, ბარტრა, ამატი, პლანასი, რომეუ, ილიარმენდი, ისკო, კანალესი, მუნიაინი, როდრიგო. შეცვლაზე შემოსულები: მარტინეზი, ხუან კარლოსი, ვარკეზი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში