პრესტიჟული ასაკობრივი საფეხბურთო ტურნირის, MIC Football-ის (ხმელთაშუაზღვისპირეთის საერთაშორისო თასი) 2022 წლის გათამაშება დასრულდა. ამჯერად ყველაზე წარმატებული გუნდი “ბარსელონა” იყო.
9 კატეგორიიდან “ბარსას” გუნდი ოთხში ჰყავდა გაყვანილი. კატალონიელთა გუნდებმა 3 კატეგორია მოიგეს, ერთხელ კი ნახევარფინალამდე მივიდნენ.
12 წლამდელთა B კატეგორიაში “ბარსა” ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც “სევილიასთან” 0-1 დამარცხდა.
12 წლამდელთა A კატეგორიის ფინალში “ბარსამ” “ატლეტიკო” 1-0 დაამარცხა.
14 წლამდელთა ფინალში “ბარსამ” უგოლო ფრის შემდეგ “ატლეტიკო” თერთმეტმეტრიანების სერიაში 4-3 დაამარცხა.
16 წლამდელების ფინალში “ბარსას” უგოლო ფრის შემდეგ “გრანოლიერსი” თერთმეტმეტრიანების სერიაში 4-2 დაამარცხა.
სხვა კატეგორიების გამარჯვებულები: 12 წლამდელების B კატეგორია – ესპანიოლი; 13 წლამდელები – ვალენსია; 15 წლამდელები – მარსელი; 18 წლამდელები – სოსიედადი; 20 წლამდელები – ბილბაო; 20 წლამდელი გოგონები – ესპანიოლი.
როგორც ხედავთ, “ბარსელონა” ერთადერთი კლუბია, რომელმაც 3 კატეგორია მოიგო. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე “ბლაუგრანას” ასეთი წარმატება აქამდე არასდროს ჰქონია.
რაღაც მცველები აღარ მოდიან ლა მასიიდან და იმედია გამოსწორდება სიტუაცია
მაგარი ახალი თაობა გვეზრდება.