“ბარსელონას” ბრაზილიელი ლეგენდა, დანი ალვესი Instagram-ზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
გუნდში იმიტომ ირიცხები, რომ ეს კლუბი რაღაცით გიკავშირდება… გიკავშირდება ფასეულობებითა და იმ გრძნობების გამოხატვით, რომელიც გეუფლება – ეს ოჯახური ურთიერთობის მსგავსია.
როცა მივფრინავთ, ერთად მივფრინავთ. როცა მივრბივართ, ერთად მივრბივართ. როცა ვიბრძვით, ერთად ვიბრძვით და როცა ვეცემით, ერთად ვდგებით – ეს არის “ბლაუგრანას” ღირებულება, რაც გვაერთიანებს!!
წინ “ბარსა” – ისე, როგორც არასდროს!!
– წერს დანი ალვესი.
[media=https://www.instagram.com/p/CcXishrK-0U/?igshid=YmMyMTA2M2Y=]
გუშინ “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ფრანკფურტის “აინტრახტთან” 2-3 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ. “ბარსელონას” მხრიდან გერმანელებს სერხიო ბუსკეტსმა და მემფის დეპაიმ გაუტანეს.



შეცდომა დაუშვა ჩავიმ ეს რომ არ დაარეგისტრირა.
მომდევნო სეზონის კაპიტნები უნდა იყოს: ბუსკეტსი-პიკე-ალბა-ტერ შტეგენი-დანი ალვეში ეს ხუთეული
უნდა მოშორდეს რობერტო და ლენგლეს კაპიტნის სამკლაური თუნდაც ამხანაგურებზე
სეზონის ბოლსო დანი ლავეში მიდის არ უხანძლივებნ კონტრაქტს, უარი თქვეს მის დატოვებაზე
სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე ასეთი უტყუარი ინფო საიდან გაქვს კიმარა :დდდდდ შეიძლება მე ვცდები და მართალიც ხარ, მაგრამ მსგავსი არსად არაფერი შემხვედრია რომ ბარსასგან ვინმეს ასე პირდაპირ ეთქვას დანი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებსო.
ტრაორეს შეყვანა განაცხადში და ამის დატოვება დიდი შეცდომა იყო. მინგესა საშინელება იყო რასაც ქვია
ნამდვილი კულეა.
მომდევნო სეზონის კაპიტნები უნდა იყოს: ბუსკეტსი-პიკე-ალბა-ტერ შტეგენი-დანი ალვეში ეს ხუთეული
უნდა მოშორდეს რობერტო და ლენგლეს კაპიტნის სამკლაური თუნდაც ამხანაგურებზე
არ უნდა რა ეს უაზრო საუბარი, მოინდომონ თამაში, მოედანზე არ იცის ზოგმა რატომ გადის
აწიი შენ კი ადგები ბებერო
აინტრახტმა გაინაღდა ხო თასი. როგორც კომენტატორმა თქვა ბარსა უეფას ყოფილი თასებიდან 4-ჯერ გამოვარდნილა და ოთხივეჯერ ჩვენს გამომგდებს აუღია ის თასი.
7 წელია ვერ ავდექით;))