workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასთვის ლევანდოვსკის ასაკი პრობლემას არ წარმოადგენს

ბარსელონასთვის ლევანდოვსკის ასაკი პრობლემას არ წარმოადგენს

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალ ზაფხულში რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონაში” გადმოვა.

ჟერარ რომეროს ცნობით, “ბარსა” მზადაა, პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ჟოან ლაპორტამ მის აგენტ პინი ზაჰავის უკვე შეატყობინა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ლევანდოვსკი “ბლაუგრანაში” გადმოსაბარგებლად ყველაფერს გააკეთებს. 

ამასთან, როგორც Mundo Deportivo იტყობინება, რობერტის ასაკი “ბარსელონასთვის” პრობლემას არ წარმოადგენს – კლუბში სჯერათ, რომ ლევანდოვსკი უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ 2-3 წელი შეძლებს და მისი კვალიფიციურობა ეჭვქვეშ არაა. 

33 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და საკუთარ თავს განსაკუთრებულად უვლის.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, თავდაპირველად, “ბაიერნმა” ლევანდოვსკიში 70-80 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” 30 მილიონზე მეტის დახარჯვა არ სურთ. კლუბებს ჯერ მოლაპარაკებები არ დაუწყიათ, მაგრამ, ცნობილია, რომ, შეტევის გასაძლიერებლად, “ბარსა” ფსონს პოლონელზე აკეთებს.

მატეო მორეტო იუწყება, რომ “ბარსელონასთვის” ლევანდოვსკის შეძენა პრიორიტეტი მას შემდეგ გახდა, რაც კლუბმა გაანალიზა, რომ, ეკონომიკურად, ერლინგ ჰოლანდის გადაბირება შეუძლებელია. თუმცა, მომავალი სეზონისთვის, შეტევის გაძლიერება კატალონიელთა მთავარი ამოცანაა.

ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ “ბლაუგრანა” ბევრ შანსს ქმნის, მაგრამ, ცოტას იყენებს, რის გამოც, მომენტების კარგი დამსრულებელი სჭირდება. ჟოან ლაპორტასა და პინი ზაჰავის წლებია, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ – სწორედ ამიტომ, რობერტის კატალონიაში გადმობარგების ვარიანტი გაჩნდა.

გასული კვირების განმავლობაში, ლაპორტა და ზაჰავი ერთმანეთს, სულ მცირე, ორჯერ შეხვდნენ – ამ მომენტში, მოლაპარაკებები, ძირითადად, პინისა და კლუბს შორის მიმდინარეობს. “ბარსელონას” “ბაიერნთან” კონტაქტი ჯერ არ ჰქონია, მაგრამ, ზაჰავი საკმაოდ აქტიურობს და ტრანსფერი რეალურია. 

ლევანდოვსკი “ბარსას” გეგმებს უკვე გაეცნო. ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ, ის ლა ლიგაში გადასვლასთან (რაც ძალიან სურს) ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

რობერტს უნდა, რომ პროექტის მთავარი სახე იყოს. მხარეები 3-წლიან ხელშეკრულებას განიხილავენ, თუმცა, კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია.

“ბარსელონა” პოლონელის შესაძენად ყველაფერს აკეთებს – კლუბში მას უკვე ელოდებიან. ჩავიმ ლევანდოვსკის გუნდის პროექტის დეტალები და სათამაშო გეგმა აუხსნა. ამ გზით, ერნანდესი შეეცადა, რობერტი დაერწმუნებინა, რომ, მისი კარიერის გასაგრძელებლად, “ბარსა” საუკეთესო ადგილია. სპორტული თვალსაზრისით, პოლონელმა ვარსკვლავმა უკვე იცის, რას უნდა ელოდოს და რას მოითხოვს კლუბი მისგან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2022, 12:14

    ციტატა: shu1987
    დღეს წავიკითხე ლევანდოვსკის ხელფასი წლიურად 35-40 მილიონი იქნება და 2 ან 3 წლიანს გააფორმებსო, სატრანსფერო ფასი 60-65 მილიონიო თუ ასეა ვეკითხები ლაპორტასაც და ჩავისაც თქვენ მართლა შიგ ხოარ გაქვთ ბიძიკო ??? 34 წლისაა კიარ ახალგაზრდავდება ბერდება ბლინ ბერდება


    მაგდენი არა მგონია. ჰოლანდსაც და მბაპესაც კი არ სთავაზობენ მაგდენს. რეალი მაქსიმუმ 30-ს პირდება.

  • DesmondHume
    schedule 13 აპრ 2022, 00:15

    30 მილიონად ამას არ გამოუშვებენ. ნუნიეზი საუკეთესო ვარიანტია, ძალიან გაასწორებს ბარსას ძირითადში კიდევ ერთი ურუგვაელი ცენტრფორვარდი.

  • shu1987
    schedule 12 აპრ 2022, 20:13

    დღეს წავიკითხე ლევანდოვსკის ხელფასი წლიურად 35-40 მილიონი იქნება და 2 ან 3 წლიანს გააფორმებსო, სატრანსფერო ფასი 60-65 მილიონიო თუ ასეა ვეკითხები ლაპორტასაც და ჩავისაც თქვენ მართლა შიგ ხოარ გაქვთ ბიძიკო ??? 34 წლისაა კიარ ახალგაზრდავდება ბერდება ბლინ ბერდება

  • me da barca
    schedule 12 აპრ 2022, 20:00

    თვითონ 70-80 მილიონს საკუთარ შვილში არ გადაიხდიან. თითქმის 34 წლის ფეხბურთელში, რომელსაც 1 წელი დარჩა ხელშეკრულებით, ისე იქნევენ ამხელა თანხას, გეგონება 10-15 მილიონზე იყოს საუბარი. ბარსა ხომ მათ ფლანგველ გუნდად აღიარეს და გვტენიან. მოითხოვე 70-80 და მიიღე 50. ალბათ ასე წარმოუდგენიათ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 აპრ 2022, 19:22

    80 მილიონი სისულელეა ამაში, მაქსიმუმ 30 უნდა გადაიხადონ😁

  • Iniesta_8
    schedule 12 აპრ 2022, 17:37

    30 მილიონი არ არის დიდი თანხა, ხელფასია მთავარი რამდენს მოითხოვს. თუ 20+ მოინდომა არამგონია გამოვიდეს ტრანსფერი, ობამას 3 მილიონი აქვს სულ და მშვენივრად გააქვს გოლები. პირველ რიგში დაცვაა მისახედი მაინც. ალბა და ალვეში 33 და 39 წლისები არიან. განაპირა მცველები კი ენერგიულები უნდა იყვენენ აუცილებლად.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 აპრ 2022, 17:27

    როროგ თუ არ არის,60 მილიონს ვიხდით ამაში მინიმუმ და 2 წელზე მეტს ვერ გაქაჩავს ალბათ, ნუნიეზს კი ამასობაში აგვახევენ და შეგვრჩება ბებერი ლევანდოვსკი, რომ მოვიყვანოთ ნუნიეზი ალბათ 100 მილიონი დაჯდება ყველაფრიანად ტრანსფერი და ახალგაზრდაა ბოლობოლო, რავიცი აბა მე ჭკვიანურად არ მიმაჩნია

  • La Pulga10
    schedule 12 აპრ 2022, 17:04

    ესეიგი ჰოლანდზე ხელი ჩაიქნიეს.ოხ არვიცი,არვიცი 20-30 მილიონი ცოტა არაა.