“ბარსელონას” ინტერესის სფეროში “დეპორტივოს” ახალგაზრდა მარჯვენა მცველი მოექცა. საუბარია 18 წლის ალვარო პერეს კამპოზე, მეტსახელად “ტრილი”.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით “ბარსა” ტრილის პროგრესს მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდება. იგეგმება, რომ მისი ტრანსფერი გავისა და პაბლო ტორეს ტრანსფერების მსგავსი იყოს – შენაძენი “ბარსა ბ-სთვის”, მაგრამ გათვლა პირველ გუნდზე.
ტრილი 1.82 მეტრის სიმაღლის სწრაფი მარჯვენა მცველია, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია. მისი გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 5 მილიონი ევროა.
აკვირდება ბინოკლით?
რაც მეტი ტალანტი იქნება მით უკეთესი
ძაან კარგი ბიჭია თუმცა დავიჯერო ბ გუნდში არავინაა ამაზე უკეთესი ??
5 მილიონი მე მგონი არაფერია, მითუმეტეს თუ პროგრესს განაგრძობს და პროგრესი რო ბარსაში უფრო სწრაფი იქნება ვიდრე დეპორტივოში ესეც ცხადია. ამას ნათელი მაგალითი ხო პედრია.