workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვფიქრობდი, რომ ბარსელონაში თამაშს არ ვიმსახურებდი – ინტერვიუ რონალდ არაუხოსთან

ვფიქრობდი, რომ ბარსელონაში თამაშს არ ვიმსახურებდი – ინტერვიუ რონალდ არაუხოსთან

რონალდ არაუხომ Barca TV-სთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საკუთარი კარიერის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიხსენა:

“ბარსაში” დამკვიდრება

“ბარსელონას” სხვა გუნდებისგან, თუნდაც სხვა ესპანური გუნდებისგან, განსხვავებული ფილოსოფია აქვს.  

აქ მოსვლის შემდეგ გარკვეული დრო დამჭირდა იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მეთამაშა სწრაფად. ბურთს დიდი სიჩქარით ვიღებდი. როდესაც მის დამუშავებას ვცდილობდი, არ გამომდიოდა და სახლში დამწუხრებული ვბრუნდებოდი. 

ვფიქრობდი: “თუ ბურთის კონტროლი და სწორად თამაში არ შემიძლია, აქ ყოფნას არ ვიმსახურებ”. მაგრამ დიდი შრომის, სიმტკიცისა და ძალისხმევის მეშვეობით, მივხვდი, რომ თამაში და წუთების მიღება შემეძლო.

თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ამ გუნდში თამაში შემიძლია. სწორედ ამიტომ ვმუშაობდი თავდაუზოგავად. ღმერთის წყალობით, ახლა საპასუხოს ვიღებ. 

ბავშვობის წლები

დედაჩემმა ფეხბურთზე ოთხი თუ ხუთი წლის ასაკში შემიყვანა. მე გოლების გატანა მომწონდა და ამიტომ ყოველთვის თავდამსხმელად ან ნახევარმცველად ვთამაშობდი. მონტევიდეოში 16 ან 17 წლის ასაკში ჩავედი. ჩემი განვითარების ტემპი ძალიან სწრაფი იყო.

“რენტისტასის” ახალგაზრდულ გუნდში 6 თვე ვითამაშე. ეს მონტევიდეოს მთავარი გუნდია. ჩემმა პირველმა მწვრთნელმა, სერხიო კუბრერამ მითხრა, რომ თუ ამ პოზიციებზე თამაშს განვაგრძობდი, შეიძლებოდა, წარმატებისთვის ვერ მიმეღწია, მაგრამ მქონდა პოტენციალი, დიდებული მცველი გავმხდარიყავი. 

ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ერთი-ერთზე თამაშია. შეგიძლია, ბურთთან ერთად ტექნიკა აითვისო, თუმცა დაცვაში თამაში განსხვავებული რამაა, რაც ინდივიდიდან მოდის, ეს მნიშვნელოვანი თვისებაა. 

ლუის სუარესი

პირველ გუნდში გადასვლისას ლუისი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩამოყალიბებულ კოლექტივში თავის დამკვიდრება ყოველთვის რთულია. ის ყოველდღე მიკავშირდებოდა და ზოგიერთი მატჩის შემდეგ ახლაც იგივეს აკეთებს. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და უკეთესი ადამიანია.  
როდესაც ხალხი ურუგვაელ ფეხბურთელებზე საუბრობს, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ემოციურები ვართ. ჩვენ იმ კულტურიდან მოვდივართ, სადაც ფეხბურთი დომინირებს. ეს მოტივაციას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ხალხი ურუგვაელ ფეხბურთელებს ხმამაღლა საუბრობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • ANRIBARCA
    schedule 06 აპრ 2022, 21:36

    ციტატა: S.t.a.l.k.e.r.
    ტერ შტეგენი
    დესტი არაუხო კრისტენსენი მაზრაუი
    დე იონგი კესიე პედრი
    ტრაორე ობამეიანგი ტორესი
    სკამზე ალვესი პიკე გარსია ალბა ბუსკესი ნიკო გავი დეპაი ეზალზური ჯუტკლა ბრაითვეიტი (თუ ვერ გაიყიდა) ფორვარდი თუ ვერ იყიდეს ობამათი 2 სეზონი გაიქაჩება


    კესიეს სახით ახოხებს 35 წლი ბუსკეცი, ნიკო და გავი კიდე ძირითადის ფეხბურთელები არიან, საერთოდ რატო იყიდეს ეგ ვერ მივხვდი 🙂

  • S.t.a.l.k.e.r.
    schedule 06 აპრ 2022, 18:12

    ტერ შტეგენი
    დესტი არაუხო კრისტენსენი მაზრაუი
    დე იონგი კესიე პედრი
    ტრაორე ობამეიანგი ტორესი
    სკამზე ალვესი პიკე გარსია ალბა ბუსკესი ნიკო გავი დეპაი ეზალზური ჯუტკლა ბრაითვეიტი (თუ ვერ გაიყიდა) ფორვარდი თუ ვერ იყიდეს ობამათი 2 სეზონი გაიქაჩება

  • shu1987
    schedule 06 აპრ 2022, 16:53

    რონალდ კაცი ხარ კაცური, გუნდის გული და სული 👏👏💪💪

  • RONALDINHO-10
    schedule 06 აპრ 2022, 16:03

    ეს კაცი აუცილებლად მოწყვეტს ცაზე ვარსკვლავებს. ძალიან მონდომებულია, ეგრევე შეატყობ თამაშის დროს. მთავარია ტრამვებმა არ დატანჯოს და ერთ ერთი საუკეთესო გახდება რა თქმა მაესტროს დახმარებითაც. არ უნდა გავუშვათ!!!

  • nika 54
    schedule 06 აპრ 2022, 15:34

    მოკლედ მოილაპარაკეს ამათ ფაქტიურად ხომ? ამდენი კი გვანერვიულეს.

  • Justin Kluivert
    schedule 06 აპრ 2022, 15:22

    ბარსელონას სიამაყე ხარ, პედრისთან, გავისთან და სხვა ტალანტებთან ერთად heart_eyes

  • La Pulga10
    schedule 06 აპრ 2022, 14:59

    ვამბობდი ამ კაცს ბარსა უყვარს და ყველა ვარიანტში დარჩება თქო.

  • Memphis Depay
    schedule 06 აპრ 2022, 14:51

    სუ რო მთელი კარიერის მანძილზე ლიგა ვერ დადოს ეს არაფერს ცვლის, კულეებს იმხელა სიხარული გვაჩუქა პეპმა, მაგ რამ უნდა წაშალოს? როჟამ ფეხბურთი გაალამაზა და ყველა დროის ყველაზე ძლიერი გუნდი შექმნა.

  • serafime
    schedule 06 აპრ 2022, 14:20

    Აბა შენიცი მხეცი ხარ ❤️

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 აპრ 2022, 13:58

    ძაან მაგარი მცველია, ყველანაირი მონაცემები აქვს იმისთვის რომ საუკეთესო გახდეს