ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი რონალდ არაუხოსთვის, უსმან დემბელესა და გავისთვის კონტრაქტების გახანგრძლივებას პრიორიტეტულად მიიჩნევს.
მწვრთნელის აზრით, ზემოხსენებული ფეხბურთელები საკუთარ პოზიციებზე საუკეთესონი არიან და ჩავი მათ სპორტული პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს.
ჟურნალისტი დასძენს, რომ “ბარსელონას” თავკაცი სერჟი რობერტოს დარჩენასაც მიესალმება, თუმცა მას პრიორიტეტად არ მიიჩნევს. საბოლოო გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს.
“ბარსა” არაუხოსა და გავისთან შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა. რაც შეეხება დემბელესა და რობერტოს, ისინი კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებს უნდა დათანხმდნენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.




არაუხო და გავი პირველ რიგში. დემბელემ თუ გაახანგრძლივა ჰო, თუ არადა დაახვიოს, რობერტო მახატია.
არაუხო და გავი თავისთავად, მაგრამ ეს დემბელე ისევ შარში გაგვხვევს. არ იცი როდის ან ტრამვა ეტაკება ან დებილური გადაწყვეტილება, რობერტოზე ფიქრიც აღარ ღირს თუკი გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი დიდ ხელფასზე ოცნებობს, მაშინ როცა გუნდს ყველაზე მეტად უჭირს მატერიალურად.
დემბელეც ძირითადის კაცად აქცია. არაუხო საერთოდ ბურჯია. გავი 2 წელში ნახევარდაცვის ერთ ერთი ლიდერი იქნება და შესაბამისად სამივე თუ დარჩა იმითაა კარგი რო ჩავი სამივეს იცნობს. ახალ მოთამაშეს კიდე დრო უნდა რო ადაპტირდეს, ჩავის სტილს ესენიც რთულად შეეწყვნენ, არაა მარტივი. და სხვას საერთოდ გაუჭირდება. ამიტო ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას ესე სჯობს
როგორც მაესტრო იტყვის🙃
სწორია, კი კონტრაქტების გახანგრძლივება უმნიშვნელოვანესია და თან სამივესი, ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ყველა ძალიან საჭიროა და კლუბის მომავალია ფაქტიურად( დემბელეს გამოკლებით,თუმცა ეგეც საჭირო კაცია).
რახან ჩავის უნდა ასეც უნდა მოხდეს მაგაზე უკეთესად არავინ ცის ვის რა შეუძლია და ვინ ჭირდება.