workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა ლევანდოვსკის აგენტს ესაუბრა

ჟოან ლაპორტა ლევანდოვსკის აგენტს ესაუბრა

“ბარსელონას” რობერტ ლევანდოვსკის სახელს სულ უფრო აქტიურად უკავშირებენ. 

მატეო მორეტოს ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ჟოან ლაპორტასა და პოლონელის აგენტ პინი ზაჰავის შორის პირდაპირი კონტაქტი შედგა. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ.

ჟურნალისტი დასძენს, რომ “ბლაუგრანა” ფეხბურთელთან არ შეთანხმებულა და არც “ბაიერნისთვის” მიუმართავს ოფიციალური წინადადებით, თუმცა კლუბი ლევანდოვსკის სიტუაციას აქტიურად აკვირდება.

როგორც Mundo Deportivo წერს, “ბარსელონასთვის” პრიორიტეტული სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, მის მთავარ ალტერნატივად კი მოჰამედ სალაჰი განიხილება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 30 მარ 2022, 17:20

    ციტატა: La Pulga10
    ჰოლანდზე და მბაპეზე,რაც თქვა ლაპორტამ მე ესე გავიგე.მათთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით ძალიან შორს ვხედავ ამ ორ ფეხბურთელს ბარსასგანო.


    ზუსტად ეგრე თქვა, დაჟე ერთ იტერვიუში მესიც მოახვედრა ამ სიაში.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 29 მარ 2022, 20:07

    არ იქნება ცუდი, ოღონდ დიდი ფულის დახარჯვა არ ღირს ამაში

  • Fc Barca Batumi
    schedule 29 მარ 2022, 19:03

    მბამპე გასაგებია რეალში ერთი სული აქვს ალბად, მაგრამ ჰალანდმა, თუ დაიწყო, ფეხის თრევა, პრანჭვა და არ უნდა ბარსა, მაშინ მინიმუმ 2 წელი ლევანდოვსკი მოუხვნის მინდორ-ველებს რამდენჯერაც შეხვდება

  • M10 S9 D11
    schedule 29 მარ 2022, 19:00

    აი ამაზე მეცინება ზუსტად ლევანდოვსკია საჭირო თურმე გუნდში და მესის დაბეუნება არ უნდათ ზოგიერთებს აი ძალიან სასაცილოა ძალიან

  • La Pulga10
    schedule 29 მარ 2022, 15:24

    ჰოლანდზე და მბაპეზე,რაც თქვა ლაპორტამ მე ესე გავიგე.მათთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით ძალიან შორს ვხედავ ამ ორ ფეხბურთელს ბარსასგანო.