როგორც იცით, “ბარსელონას” დაცვაში ძალიან დიდი პრობლემა აქვს. სამწვრთნელო შტაბს აკადემიის დახმარება ალბათ დასჭირდება.
დღეს ვერ ითამაშებს 5 მცველი – პუიოლი, პიკე, ალვეში, ადრიანო და მაქსველი. MundoDeportivo–მ ჩაატარა გამოკითხვა “ბარსელონას” ფანებს შორის, თუ ვინ უნდა იდგეს დაცვაში.
გადაწყვეტილების შედეგად პირველი სამი არჩევანი ლოგიკურია: აბიდალი, მასკერანო, ფონტასი. მარცხენა მცველმად კი სერხიო ბუსკეტსის მაგივრად, გულშემატკივრებმა მარტინ მონტოია აირჩიეს. როგორც ჩანს ფანებს არ მოსწონთ ბუსკეტსის თამაში დაცვაში. სერხიო “კულეებს” ნახევარდაცვაში სურთ.
მარტინის ძირითადში თამაში პრობელმას არ წარმოადგენს. მან “ვილიარეალ ბ”–სთან ითამაშა 90-ივე წუთი. კანონებთან პრობლემა არაა, მთავარია მისი ფიზიკური კონდიციები.


