მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეუსბიო: ”თამაში უნდა დავხვეწოთ”.

ეუსბიო: ”თამაში უნდა დავხვეწოთ”.

 გუშინ, ”ბარსა ბ” დაუპირისპირდა ”ვილიარეალს ბ-ს” და 0-2 დაამარცხდა. გუნდის თავკაცმა მატჩის შემდეგ გააკეთა კომენტარი. ის მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და გულშემატკივარი დააიმედა, რომ გუნდი მალე გამოსწორდება.
 ეუსბიო: ” გუშინ ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გვქონდა. მეტოქე კარგად იყო მომზადებული და ეს ანგარიშზეც აისახა. მეორე ტაიმში, ჩვენ უკვე ღირსეული კონკურენცია გავუწიეთ მეტოქეს, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხეთ ამ მატჩში გარდატეხის შეტანა და სამწუხაროდ დავმარცხდით. მაგრამ მაინც რთულია 2 ბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა. მითუმეტეს, ჩვენ “ვილიარეალს” ვეთამაშებოდით. მე თავს არ ვიმართლებ ამით, მაგრამ გუნდში ბევრი რამ უნდა გამოსწორდეს.

 

მომავალში

 მარცხის მიუხედავად ის მაინც კმაყოფილია ბიჭებით: “დაძაბული მატჩი იყო მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ , რომ ”ბარსა ბ-ს” მეტი შეუძლია და მჯერა რომ, მეტს გააკეთებს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კიდევ წინ არის და დასაკარგი ჩვენ არაფერი გვავქს.”  შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში გუნდს ვერ ეხმარებოდნენ დოს სანტოსი და ოიერ ბარტრა. ისინი ”ბარსას” პირველ გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ,  მონაკოში, სუპერთასზე.

 

პ.ს. ეს ჩემი 100-ე სიახლეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში