”ბარსას” ლა ლიგის დებიუტშივე თამაში აქვს ”ვილიარეალთან”. ფეხბურთელები უკვე ძალიან დაღლილები არიან. შეგახსენებთ, რომ ”ბარსას” ძალიან დაძაბული თამაშები ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ”ბარსა” დამატებით ორი ტიტულის მფლობელი გახდა. პეპ გვარდიოლა ძალიან სერიოზულად ეკიდება ”ვილიარეალთან” გასამართ მატჩს. გუნდმა დებიუტშივე უნდა ითამაშოს კარგად. კატალონიელებმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა წააგონ. პეპი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელსაც მისცემს თავის გამოჩენის შანს. ასევე არ არის გამორიცხული,რომ ძირითადში გუნდის ახალწვეულებიც ვიხილოდ – სესკი და ალექსის სანჩესი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ”ბარსას” რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს.
რაც შეეხება კარლეს პუიოლს, იგი უკვე ჩვეულებრივად დაიწყებს ვარჯიშს გუნდთან ერთად. გუნდს სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც ჰყავს, მაგალითად: მაქსველი (რომელიც დღეს იუბილარია), აფელაი და უკვე პიკეც. პიკეს თამაში შემდეგ მატჩში სრულიად გამორიცხულია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველაფერს 29 რიცხვი გვიჩვენებს.



