workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: მოგება დავიმსახურეთ

ტერ შტეგენი: მოგება დავიმსახურეთ

“ბარსელონას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში “ნაპოლის” დამარცხებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

შესანიშნავი ღამე ნეაპოლში. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ. ნამდვილად ვიგრძენით გულშემატკივრების თანადგომა, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად აქ ჩამოვიდნენ. გაუმარჯოს “ბარსას!”

– განაცხადა გერმანელმა.

ტერ შტეგენი კარგ ფორმაში არაა, თუმცა “ბარსას” აშკარად პროგრესი აქვს. ჩავი ერნანდესის გუნდმა “ნაპოლი” ორი მატჩის ჯამში 5-3 დაამარცხა, ტურნირის მომდევნო ეტაპზე კი “გალათასარაის” დაუპირისპირდება, რომლის კარსაც მარკის პოტენციური შემცვლელი იცავს – “ბლაუგრანას” მესამე მეკარე, ინიაკი პენია, თურქულ კლუბს ახლახანს იჯარით შეუერთდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 25 თებ 2022, 21:16
    #7

    ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ უნდა გავიტანოთ 5 გოლი,რომ ამის შეცდომით გაშვებული 2 გადაფაროს 😔

  • Kun agüeroooo
    schedule 25 თებ 2022, 20:34
    #6

    მაგრად მოუკლო შტეგომ და ძალიან არ მომწომს იქნებ მოძებნონ შემცვლელი ბევრი ფოკუზების გარეშე გვიტანენ გოლებს

  • me da barca
    schedule 25 თებ 2022, 19:59
    #5

    ნიკოზე ვბრაზდები, რა უაზროდ აჩუქა გოლი.

  • shu1987
    schedule 25 თებ 2022, 19:03
    #4

    შენ რა დაიმსახურე შე ქინძო ყველაფერთან ერთად პასიც არ გივარგა პასს რომ აკეთებ შიში იპყობს გუნდს 10-იდან რვას მოწინააღმდეგეს აძლევ .. ძაან ჩამოკრული დგახარ ასე არ გამოვა უნდა გამოფხიზლდე …

  • XAVI 6-8
    schedule 25 თებ 2022, 18:19
    #3

    არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ზურგი ვაქციოთ.კონკურენციას ვერ გრძნობს და თან ცუდი პერიოდი უდგას.ძალიან ძალიან ბევრჯერ გადავურჩენივართ და ბოლო ლა ლიგა რომელიც მოვიგეთ მთელ საფეხბურთო სამგარომ აღიარა რომ შტეგომ და მესიმ მოიგეს თითქმის მარტოებმა.ასე რომ ამაზე უკეთესი თუ გამოჩნდა კი ბატონო ისე ვის იმედათ ვრჩებით ახალი მეკარე როგორ შეეწყობა არავინ იცის.ასე რომ ჯერ მოვიყვანოთ კონკურენცია ვაგრძნობინოთ და მერე გამოჩნდება თეთრი და შავი ტაკო🙃

  • nika 54
    schedule 25 თებ 2022, 18:09
    #2

    საერთოდ ვეღარ ვცნობ, დღითიდღე უკან მიდის, ეგება ეხლა გუნდის დონის აწევამ კიდევ უფრო გადაფაროს ამის შეცდომები. ფაქტია როცა ვუტევთ(როგორც გუშინ) ამას საქმე უმცირდება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 თებ 2022, 17:53
    #1

    მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და გადაფარეს ამისი შეცდომები თორე პენალტს რომ თავი დავანებოთ რამდენი არაზუსტი პაი გააკეთა და თან სახიფათო ზონაში