წარმოგიდგენთ “ნაპოლისთან” გამართულ მატჩში “ბარსელონას” ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შეფასებებს Barcamania.ge-ს მომხმარებლების ვერსიით.
10-ბალიანი სისტემით საშუალო შეფასებები კი ასე გამოიყურება:
| ტერ შტეგენი | 6.0 |
| დესტი | 7.1 |
| პიკე | 8.0 |
| არაუხო | 7.7 |
| ალბა | 8.2 |
| ბუსკეტსი | 7.8 |
| ფ. დე იონგი | 8.9 |
| პედრი | 7.6 |
| ტრაორე | 8.1 |
| ობამეიანგი | 7.9 |
| ტორესი | 6.9 |
| გავი | 6.4 |
| ნიკო | 6.0 |
| დემბელე | 5.7 |
| ლ. დე იონგი | 5.7 |
| ჩავი | 9.5 |
| ბარსელონა | 9.1 |
არავის შრომას არ ვაკნინებ, მაგრამ მე მაინც ეს წარმატება ნაპოლის სუსტი თამაშის დამსახურება მგონია. სხვა უფრო ძლიერი გუნდი ამდენ თავისუფლებას არ მოგვცემდა. ასე რომ თვითკმაყოფილების მორევში არ უნდა გადავეშვათ.
შტეგენისთვის და ტორესისთვის ეგეც ბევრია, და პუჩმა რა დააშავა არ ეკუთვნოდა შეფასება?
ძალიან მაინტერესებს თამაშის შემდეგ არ უტირია?
მაისური რო დარჩა მაგან დააკლო ქულა :d
ტორესს სჭირდება თავის თავზე მეტი მუშაობა
ის რომ ძალიან ბევრს გვწამდა , რომ კუმანის გაშვება და ხავის მოყვანა იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება , რაც ლაპორტას უნდა მიეღო , უკვე ობიექტურ ჭეშმარიტებად იქცა და მჯერა უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანს გუნდს , თუმცა მადრიდელი ტურები , რომ აღარასოდეს მოხვდნენ ბარსელონას მართველობაში , ამაზე ზრუნვაა საჭირო და ლაპომ რაც უნდა გააკეთოს , პირველი პუიოლი აუცილებლად უნდა დააბრუნოს გუნდში და მეორე , როგორც კი ინიესტა კარიერას დაასრულებს , უპირობოდ უნდა დაინიშნოს ლა მასიას დირექტორად , აქედანვე უნდა ჩაიყაროს ისევ საფუძველი , რომ გუნდში ყოველთვის იყვეს ჩვენივე გაზრდილი გენიოსები , სხვანაირად ეს გუნდი სილამაზესა და სანახაობას კარგავს . ნელ-ნელა იწყებს ფენიქსი ფერფლიდან აღდგენას და ერთ დღესაც , ისევ გაიგონებს საფეხბურთო სამყარო , მისი ფრთების მოქნევით ამოვარდნილი ქარიშხალის ხმას .
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დემბელეზე მეტი შეფასება ნიკომ ან გავიმ რითი დაიმსახურეს? თუ დემბელე რახანაა მაგიტომ უნდა დავუწეროთ ყველაზე დაბალი შეფასება? არც მე მეხატება გულზე, მაგრამ ცოტა მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი…
კარგი იყო მაგრამ 8.9 ნამეტანი ხო არ მოგივიდათ 😁😁
ფრენკი მართლა ძაან გამორჩეული იყო, გოლიც ძაან მაგარი შეაგდო, და ისედაც მთელი თამაში ძაან კარგი იყო