workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრესკონფერენცია ნაპოლისთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ნაპოლისთან მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე ევროპა ლიგის მეთექვსმეტედ ფინალში “ბარსელონა” “ნაპოლის” უმასპინძლებს. 

აღნიშნული მატჩის წინ “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა:

ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ საკუთარი თავები გამოვცადოთ და განვითარება განვაგრძოთ. რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონთა ლიგა არაა, ჩვენ ევროპა ლიგაზე ვართ, თუმცა “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია.

ჩვენ გულშემატკივრები გვჭირდება და დიდ ერთიანობას ველით, როგორიც “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ვიხილეთ. 

წილისყრაში არ გაგვიმართლა, რადგან “ნაპოლი” დიდებული გუნდია, მაგრამ ევროპა ლიგისთვის უნდა ვიბრძოლოთ. 

გარსია? ერიკი მაღალი დონის ცენტრალური მცველია. მან იცის, რომ შეცდომა დაუშვა და ამას არ მალავს. სამწუხაროა, რომ ის მაშინ დაშავდა, როცა ფორმის პიკში იყო და ახლა ნდობის მოპოვება უწევს. ის ჩემს სქემებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

100 დღე “ბარსელონას” მწვრთნელად? თითქოს, ასი წელი გავიდა, რადგან ბევრი მოულოდნელი რამ მოხდა: კოვიდ-19, სატრანსფერო ფანჯარა, ტრავმები… უკვე იცით, რომ მე “ბარსას” დიდი გულშემატკივარი ვარ და ვცდილობ, გუნდი კუთვნილ ადგილას დავაბრუნო. ამ 100 დღეში განვვითარდით, უფრო კონკურენტუნარიანები ვართ. ჩემპიონატში წინ მივიწევთ. ლა ლიგა სწორედ ის ტურნირია, რომელიც გეუბნება, სწორ გზაზე ხარ თუ არა და შედეგები ამას მოწმობს. 

კლუბს კარგი დრო არ უდგას, როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, ეს ასევე პიროვნულ ზრდაში გეხმარება. 

“ბარსაზე” ფავორიტს ვერ ვიტყოდი, ჩვენ ორი ტიტულისთვის ვიბრძვით, მაგრამ რთულ ოპონენტს ვუპირისპირდებით. ევროპა ლიგაზე “სევილიას” უფრო დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენს გუნდს ტურნირის მოგების ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილავ.
მბაპე? მე მასზე არ უნდა ვსაუბრობდე, მირჩევნია, ჩემს ფეხბურთელებზე გელაპარაკოთ. კილიანი დიდებული მოთამაშეა, როგორც მესი, როგორც ნეიმარი, როგორც მთელი პსჟ… მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვთამაშობთ. მაგრამ მბაპეზე საუბარი არ მსურს. 
მე გალა თერთმეტეული არ მყავს. ჩვენ ყველა მათგანი გვჭირდება და ისინი სათამაშო დროს მიიღებენ. ამდენ შეხვედრას უცვლელი შემადგენლობით ვერ ჩაატარებ. 
შეგვიძლია თუ არა პსჟ-ს დონეზე ყოფნა? არ ვიცი. ჩვენი რეალობა ევროპა ლიგაა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა საშინაო დავალება ვერ შევასრულეთ.
ტრაორე ძალიან ბევრს გვმატებს. მან მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, რაც არც ისე ბევრია, თუმცა მას ჩიხიდან გამოსვლა და განსხვავების შექმნა შეუძლია.
ლუკ დე იონგის ვარჯიშის ყურება, მისი ჩართულობა და მონდომება აღარ გვაკვირვებს. როდესაც გვჭირდება, ის დასახმარებლად ყოველთვის მზადაა.
კრიტიკა ბუსკეტსისა და გარსიას მიმართ? ფეხბურთელებმა კრიტიკა უნდა მიიღონ – ის უკეთესად გახდომაში გეხმარება, მე ფეხბურთელობისას ძალიან დამეხმარა.
დემბელე სეზონის ბოლომდე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. მისი თამაში იმაზე არაა დამოკიდებული, შინ ვასპარეზობთ თუ გასვლაზე.
ფერანის მოქმედება ბურთის გარეშე შესანიშნავია, იმის მიუხედავად, გოლს იტანს თუ არა. ის დიდებული შენაძენია.
“ესპანიოლთან” ორი ქულა იმიტომ დავკარგეთ, რომ მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. 
ჩვენ ვღელავთ, მაგრამ მესმის, რომ ჩვენთან თამაშის გამო “ნაპოლი” უფრო აღელვებული იქნება.
ჩვენ მჭიდრო კალენდარი გვაქვს და როტაციას მივმართავთ, თუმცა საუკეთესო შესაძლო თერთმეტეულით ვითამაშებთ, რათა ორივე ტურნირზე ვიბრძოლოთ.
ობამეიანგი ბრწყინვალე ფეხბურთელია და ძალიან უნდა გამოგვადგეს. ნელ-ნელა ის მეტ სათამაშო დროს მიიღებს. ობამეიანგი დიდებული პროფესიონალია, კარგი ქცევა და საქმისადმი გულომდგინე დამოკიდებულება აქვს. 
დანი ალვესი გასახდელ ოთახში იქნება და დაგვეხმარება. მის მიმართ უსამართლო ვიყავი, თუმცა ერთ-ერთ ახალ მოთამაშეს ასე უნდა მოვქცეოდი და თამაშის ხარისხზე მეტად უპირატესობა პოზიციას მივანიჭე.
კრიტიკა მესის მიმართ? ლეო პსჟ-შია და კრიტიკა ნორმალურია, თუმცა მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემთვის ის ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (28)

  • nika 54
    schedule 17 თებ 2022, 17:01
    #28

    ბოლო შეკითხვა რა იყო? რა მოხდა მესიზე პსჟ აკრიტიკებს? სანამ კილიანი არ წავა მესი ვერ ათამაშდება. ძალიან აიგნორირებს ლეოს განსაკუთრებით საჯარიმოში არაფრით არ უნდა უპასოს, თუმცა ლეო ყოველთვის ეხმარება გატანაში.

  • XAVI 6-8
    schedule 16 თებ 2022, 22:57
    #27

    ციტატა: totti10
    პერან ტორეს და გარსიას სიტი არ გამოუშვებდა რამეს რომ წარმოადგენდნენ ეს იცოდეთ, ვალვერდე თუ ასეთი დებილია გვარდიოლას რატომ უნდოდა 2 წელი და ჯერ 120 და მერე 170 რატომ შესთავაზეს რეალს? და რატმ დაბლოკა პერესმა ვალვერდეზე ყველა შემთავაზება?? კავანიგას თამაში არ გაქვთ ნანახი და ნუ წერთ დაიმახსოვრეთ რომ ვალვერდე კავანიგა იქნება სასწაულ იდუეტი 1-2 წელში და კუმანმა რა ტქვა და ლუის ენრიკე რას შვება სხვა არის აი დაულაგებელი ნაკრები ყავს დ აძაან უაზრობებს აკეთებ აი მოვა მსოფლიო და თქვენვ ენახა ვთ აი ვინები დააყენა ვაფშე საერთოდ რავიცი :დ სიტი დაცვის გასაძლიერებლად მილიარდი დახარჯა და რომ მიხვდა გარსია ჩობანი იყო უფასოდ გაუშვა, ფერან ტორესში ვერაფერი ღირებული რომ ვერ ნახა გაუშვა, თორემ ეგ რომ რამეს წარმოადგენდეს სტერლინგს არ დაიტოვებდა არც ფოდენს და არც ასტონ ვილადან იყიდდა გრილისში 🙂


    ჰალაზე რეალის ქომაგი ხარ და აქ ბარსელონასი?😄ვალვერდეზე გეთანხმები მეც მგონია ითამაშებს დიდ ფეხბურთს დე ბრუინს გავს სტილით.აი კამავინგა თუ 2 წელსი არ გაყიდოს რეალმა ან გაანათხოვროს მაგასაც დაგანახებ.როგორ შეიძლება პედრის ტალანტი ვერ დაინახო და კამავინგაზე იმედები ამყარო😄ესაა ფეხბურთის უვიცობა და რეალისადმი ფანატი სხვა ახსნა თუ ქონდეს მე ვიყო სკვინტლიციუსი.

    ციტატა: Davita
    დეიონგი რაც არის ეს დარჩება, თითქოს კარგია მაგრამ მარილი აკლია რის გამოც ვერ გახდება ტოპ კლასის ნახევარმცველი, იქნება ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის კარგი იგროკი,


    აიაქსში როცა უკნიდან მარტო თამაშობდა მშვენივრად ალაგებდა ცენტრს.მე მაინც მოვსინჯავდი პედრი გავი დე იონგს რამოდენიმა თამაში.ისე ჟილკა რო აკლია ფაქტია.ცუდ დროსაც მოუწია მოსვლა ესეც უნდა ითქვას.
    მე ის მაკვირვებს მეგიბარო რო რა აქ კამავინგას ისეთი რო პედრიზე კაშკაშად გვაჩვენებენ🙃ნუ ის საოცრება იყო მბაპე ჰოლანდი დაფრინავენ და პედრი მათან არაფერიაო.ეს რატო უნდა გაიფიქრო რავი ი

  • Davita
    schedule 16 თებ 2022, 22:36
    #26

    ფერან ტორესი ლუზერია და სიტიმ შემოგვტენა, გუნდი რომელიც ყოველ წელს ნახევარ მილიარდს ხარჯავს ფეხბურთელებში მართლა გგონიათ რომ ტალანტს მოგვცემდა?

    ციტატა: XAVI 6-8
    როგორ შეიძლება 19 წლის ბავშვში ხავი ინიესტა ზიდანი ეძებო?ამ სამმა რომელ ასაკში დაიწყო უმაღლეს დონეზე თამაში ის თუ გახსოვთ პედრის მკრიტიკებლებო.
    ან მოდრიჩი აიღეთ სად იყო 2015 წლამდე?ეხლა რო პედრის გავის და დე იონგს ამდენი მკრიტიკებელი ყავს ეგ წინა ხელისუფლების ბრალია რადგან სწორად ვერ შეაფასეს ის რისკები რაც თაობათა ცვლას მოყვებიდა.ეხლა მივიღეთ ის რო 19 წლის ბავშვებში ვეძებთ შემდგარ ვარსკვლავებს რაც არასწორი მიდვომაა.ნიჭიერიცაა და სწორედ ისე თამაშობს როგორც ავალებენ.
    totti10 ჰალაზე ხო იგივე ნიკით ხარ და იქ რა პონტში ხარ რეალის ქომაგი და აქ ბარსელონასი?🙃
    ეხლა ვიღაც ისეთი არ ჩამიხტეს სკოლაში რო რეალის ქომაგის გაგიჟება უნდა და ვერ აგიჟებს.


    დეიონგი რაც არის ეს დარჩება, თითქოს კარგია მაგრამ მარილი აკლია რის გამოც ვერ გახდება ტოპ კლასის ნახევარმცველი, იქნება ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის კარგი იგროკი, პედრის რაც შეეხება ინტელექტუალური კუთხით პრობლემა არ აქვს, კარგად ხედავს და სწრაფად აზროვნებს მაგრამ ფიზიკაში მოიკოჭლებს ძალიან, გონება ბევრად უსწრებს სხეულს, შეიძლება ისევ გადაღლილია, მოკლედ დეიონგთან შედარებით პედრის გაცილებით დიდი შანსი აქვს ტოპ კლასი გახდეს. პედრი გავი და ნიკო, ყველაფერი აქვთ დიდი ფეხბურთის სათამაშოდ და იმედი მაქვს თავიანთ კვალს დატოვებენ არამარტო ბარსას არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. პრობლემა ამ ეტაპზე უკანახაზში და თავდასხმაშია, მეკარე, 2 ცენტრალური მცველი , ფლანგის მცველები და გამტანი ფორვარდი აუცილებელია, ტორესი ან გაამართლებს ან არა, მაგის იმედზე ვერ იქნები, ორმაგი პრობლემა აქვს, ჯერ თამაშს ვერ კითხულობს, თუ წაიკითხა და სწორი პოზიცია შეარჩია მაშინ კარს აცილებს, მოკლედ სნაიპერი გვჭირდება რომ გოლები შევყარით

  • XAVI 6-8
    schedule 16 თებ 2022, 21:50
    #25

    ადამიანს რომელასა გოლი გონია ფეხბურთი იმასთან საუბარს არ აქ აზრი.მაინც არგუმენტი გოლები იქნება.ნახ მცველებზე ვსაუბრობთ და ჰოლანდი მბაპე რა შუაშია?კამავინგას რო პედრის ამჯობინებ რავიცი ძმაო მგონი უხერხული უნდა იყოს.არ გევასება გასაგებია შენი აზრია მაგრამ იმას მაინც ნუ გვინტკიცებ რო შტერია და ჩლუნგი.

    ციტატა: rivaldo80
    100% ხავი ბევრად დიდი იყო მეზოვე ქონდა კლიჩკა აკრიტიკებდა ფანობა და ინიესტა სკამის იგროკი იყო.მსოფლიოში დღეს 19 წლის პედრისნაირი გონებით და ხედვით ნახევარცმველი არ არსებობს და კაი ხანი არც იქნება ეს იმას არ ნისნავს რომ პედრი ხავი ან ინი გახდება!


    ეგრევე ხავი ინიესტა უნდათ რო გაიჩითოს პედრიც და გავიც😄და ის არ იციან 24 წლამდე რო არავინ იცოდა ხავი ინიესტა
    ვინ იყო.სკოლაში ვერ აგიჟებენ კლასელებს და პარ კლასელებს და მაგიტოა ასე უშინაარსოდ რო ლაპარაკობენ.ნუ ნე ესეთი დასკვნა გამომაქ აბა სხვანაირად რა ლოგიკით ადარებ პედრის და მბაპეს?პედრის თუ ინტელექტი არ აქ კამავინგა ვაფშე ადამიანებში არუნდა მოიხსენიო რა კამავინგა ძმაო რა კამავინგა😄

  • Gigazakaradze
    schedule 16 თებ 2022, 20:19
    #24

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი

    ციტატა: XAVI 6-8
    როგორ შეიძლება 19 წლის ბავშვში ხავი ინიესტა ზიდანი ეძებო?ამ სამმა რომელ ასაკში დაიწყო უმაღლეს დონეზე თამაში ის თუ გახსოვთ პედრის მკრიტიკებლებო.
    ან მოდრიჩი აიღეთ სად იყო 2015 წლამდე?ეხლა რო პედრის გავის და დე იონგს ამდენი მკრიტიკებელი ყავს ეგ წინა ხელისუფლების ბრალია რადგან სწორად ვერ შეაფასეს ის რისკები რაც თაობათა ცვლას მოყვებიდა.ეხლა მივიღეთ ის რო 19 წლის ბავშვებში ვეძებთ შემდგარ ვარსკვლავებს რაც არასწორი მიდვომაა.ნიჭიერიცაა და სწორედ ისე თამაშობს როგორც ავალებენ.
    totti10 ჰალაზე ხო იგივე ნიკით ხარ და იქ რა პონტში ხარ რეალის ქომაგი და აქ ბარსელონასი?🙃
    ეხლა ვიღაც ისეთი არ ჩამიხტეს სკოლაში რო რეალის ქომაგის გაგიჟება უნდა და ვერ აგიჟებს.


    ჩავი ინიესტა ზიდანი ვერც იქნებიან და არც არავინ ამბობს ნიჭიერები არ არიანო. ნიჭიერები კი არიან მაგრამ, რასაც აპიარებენ ეგრე არა. პედრი ისე აპიარებენ მართლკა ზიდანი გეგონება, არადა ტიპს მერამდენე თამაშია ვაკვირდები და საერთოდ ვერ ამწვავებს თამაშ და საერთოდ არ აქვს რაიჯმე სახიფათო უბრალოდ დაუღალავად დარბის თორემ, განსაკუთრებული ნიჭი ნაქ ემჩნევა და მორიგი ტელიო კუნეკა მუნირები იქნებიან ჩემი ვარაუდით ან ცოტა უკეთესები. 19 წლის იყო მბაქპეც, მაგდენის არის ჰალანდიც, ფოდენიც, კამავინგა საერთოდ 17 წლისაააა და კიდევ ბევრი ეგეთი მაგრამ უკვე დონე შედეგები დადეს.


    კამავინგამ რა დონე დადო ერთი? დავიჯერო ლუის ენრიკსზე და ხავიზე მეტად გესმის ფეხბურთიი როოო გგონია პედრი დაბალი დონე შარშან არვიცი თუ გახსოვთ პესეჟესთან თამაშის მერე კუმანმა თქვა 3 4 წელში პესეჟეს ყველა ნახევარმცველს აჯობებსოოო პედრიოოო ჯერ პატარები არიან გავი პედრი ნიკო გავი და ნიკო ვაფშე პირველ სეზონს ატარებენ გუნდში და ეგრევე ზიდანი ნუ გახადე, კამავინგა კიდე მე 5 არჩევანია რეალში კროოსი მოდრიჩი კაზემირო და ვალვერდეს მერე, დაახლოებით 2 3 წელში ისეთი გუნდი დადგება ბარსას გან რო კამავინგა კიარა ჩვენს ცენტრს კანტე დე ბრუინი და ბერნანდო სილვა ვერ გააჩერებენ

  • Fc Barca Batumi
    schedule 16 თებ 2022, 20:15
    #23

    Mate92,
    სილქ უნივერსალზე

    ციტატა: Mate92
    სილკი აჩვენებს ხვალ? ხო არ იცით?


    სილქ უნივერსალზეა

  • rivaldo80
    schedule 16 თებ 2022, 20:14
    #22

    ციტატა: XAVI 6-8
    როგორ შეიძლება 19 წლის ბავშვში ხავი ინიესტა ზიდანი ეძებო?ამ სამმა რომელ ასაკში დაიწყო უმაღლეს დონეზე თამაში ის თუ გახსოვთ პედრის მკრიტიკებლებო.
    ან მოდრიჩი აიღეთ სად იყო 2015 წლამდე?ეხლა რო პედრის გავის და დე იონგს ამდენი მკრიტიკებელი ყავს ეგ წინა ხელისუფლების ბრალია რადგან სწორად ვერ შეაფასეს ის რისკები რაც თაობათა ცვლას მოყვებიდა.ეხლა მივიღეთ ის რო 19 წლის ბავშვებში ვეძებთ შემდგარ ვარსკვლავებს რაც არასწორი მიდვომაა.ნიჭიერიცაა და სწორედ ისე თამაშობს როგორც ავალებენ.
    totti10 ჰალაზე ხო იგივე ნიკით ხარ და იქ რა პონტში ხარ რეალის ქომაგი და აქ ბარსელონასი?🙃
    ეხლა ვიღაც ისეთი არ ჩამიხტეს სკოლაში რო რეალის ქომაგის გაგიჟება უნდა და ვერ აგიჟებს.


    100% ხავი ბევრად დიდი იყო მეზოვე ქონდა კლიჩკა აკრიტიკებდა ფანობა და ინიესტა სკამის იგროკი იყო.მსოფლიოში დღეს 19 წლის პედრისნაირი გონებით და ხედვით ნახევარცმველი არ არსებობს და კაი ხანი არც იქნება ეს იმას არ ნისნავს რომ პედრი ხავი ან ინი გახდება!

  • Mate92
    schedule 16 თებ 2022, 19:57
    #21

    სილკი აჩვენებს ხვალ? ხო არ იცით?